ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მედიასთან განცხადებას აკეთებს:
“თუ ადრე ტესტირებისთვის 5-6 საათი იყო საჭირო, ახლა პასუხი ერთ საათში იქნება. სხვაობა ესაა. ამ ტიპის ათას ტესტს ველოდებით. შემდეგი კვირის ბოლოს ასევე ტესტის კორეულ ვერსიას, რომელიც ანტიგენზე დამყარებული ტესტია. სწორედ ეს ტესტი გამოიყენა კორეამ და ვირუსის იდენტიფიცირება ორგანიზმში უკვე პირველ-მეორე დღეს შეიძლება. არ იგეგმება მოსახლეობის მასობრივი და საყოველთაო ტესტირება. აქ მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგების ჩართულობა, რათა ზუსტად მოხდეს იდენტიფიცირება, საჭიროებს თუ არა პაციენტი საერთოდ ამ ტესტის ჩატარებას.
დღემდე პაციენტების ტესტირება სიმპტიომის გამოვლენის შემდეგ ხდებოდა და ეს იყო ერთადერთი ეფექტური გზა.
კომენტარები