• რეკლამა
  • კონტაქტი
10:22, სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თქვენი და თქვენი მეზობლის მთავარი იდეა თუ არის „თავისუფლება მიშას“, არ გამოვა“ – ნიკა მელიას რა სკანდალური ჩანაწერი გაავრცელა „იმედმა“

ალია ავტორი - ალია
00:27 02-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
221

გლდანში როგორ მოვიგებდი, ორი თვით ადრე, ერთი თვით ადრე რა ვიცი, მართლა რომ გამოყო მილონი ლარი, ვერ გააკეთებ, – აცხადებს ნიკა მელია ვიდეომასალაში, რომელიც „იმედმა“ გაავრცელა და ტელეკომპანიის მტკიცებით, ვიდეოჩანაწერი „ქრონიკას“ მოქალაქემ მიაწოდა და ის გუშინ, საქალაქო სასამართლოს ეზოშია გადაღებული. ჩანაწერი მაშინაა გაკეთებული, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო იმართებოდა, – ნათქვამია სიუჟეტში.

„გლდანში როგორ მოვიგებდი, ორი თვით ადრე, ერთი თვით ადრე რა ვიცი, მართლა რომ გამოყო მილონი ლარი, ვერ გააკეთებ. ძირითადი „ვალაკიტა“ და ძირითადი პრობლემები, როგორიც არის კომისია, წარმომადგენლები, ეს-ის, უფრო ადრე უნდა დაალაგო და არჩევნებში რომ შედიხარ, ეს 4-5 თვე უკვე სხვა რაღაცისთვის გჭირდება, რომ რეალურად ბრძოლაში ჩაება და ბევრად ადრე, 95% სანამ დაიწყებ ერთ თვიანს, ყველაფერი გაკეთებული უნდა გქონდეს და შენ უკვე როგორც პარტიის თავმჯდომარე უნდა გეგმავდე რაღაცეებს. ჩვენ პირდაპირ ფეხბურთის სათამაშოდ გავდივართ მოწინააღმდეგესთან ისე, რომ არ ვვარჯიშობთ, შორტებს ვიცვამთ, გავდივართ და დარწმუნებულები ვართ რომ მოვიგებთ“, – ისმის გავრცელებულ ვიდეოში.

„2008 წელს და 1921 წლის თებერვლის ბოლოს რომ ოკუპაცია მოხდა, ერთი და იგივე რამე იყო. რუსები რომ შემოდიოდნენ, საბჭოთა ჯარი რომ შემოდიოდა, მაშინ მოსახლეობის 30% რომ დარაზმულიყო, ვერ შემოვიდოდა, მაგრამ უთხრეს მიწები გლეხებსო, გესმით?, – ამბობს ნიკა მელია ვიდეომასალაში, რომელიც „იმედმა“ გააგვრცელა.

„გამოვიდა, რომ მარტო თავად-აზნაურები და ინტელექტუალები იბრძოდნენ, მეტი არავინ. 2008-შიც ეგრე იყო, ძირითადად აქტიური ადამიანები იყვნენ, თორემ მეგრელმა ტანკს გააყოლა თვალი. განცდა არ ჰქონდა ბევრს, როგორც 1921 წელს“, – ამბობს მელია ვიდეოჩანაწერში.

„ჩემი პარტნიორული, მეგობრული, კოლეგიალური გაფრთხილება იყო მიშასთვის, ვიცოდი ამერიკელების განწყობა და ევროპელების, ვეუბნებოდი, ხმას არ ამოიღებენ მეთქი, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, ვიცოდი, რომ უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა.

ბრძოლაა, მაგრამ 50 პროცენტი, დღეს რომ ხელისუფლებაში არის ოცნება, არის ჩვენი ბრალი, ჩვენი უსუსურობაც. ჩუღურეთის რაიონის ძირითადი აქტივისტი, თავმჯდომარე რომ გეტყვის მე აქ გამმარჯვებელი არ ვარ, თუ ვიმუშავებთ კი. ჩვენ ავიღეთ „სამატიოკით“ ეს ხმები, ეს არის სიზარმაცის ბრალი. მაგიტომ ზარმაცობს ხალხიც, ჩვენი ძვირფასი ოჯახის წევრებივით უბნის უფროსების დონეზე რომ ქონებოდათ ურთიერთობა, იქ რომ ჩავდივარ ხო ვიცი უკვე, რომ თავი რომ ატკივდებოდათ უკვე ჩვენ გვირეკავენ, გამიგეთ რა და ასე ნუ მესაუბრებით“, – აცხადებს ნიკა მელია.

„თქვენი და თქვენი მეზობლის მთავარი იდეა თუ არის „თავისუფლება მიშას“, არ გამოვა, სხვა რამე უნდა იყოს“ – მიმართავს მელია მხარდამჭერებს:

„2008 წელს და ოცდაერთი წლის თებერვლის ბოლოს რომ ოკუპაცია მოხდა, ერთი და იგივე რამე იყო. რუსები რომ შემოდიოდნენ, საბჭოთა ჯარი რომ შემოდიოდა, მაშინ მოსახლეობის 30% რომ დარაზმულიყო, ვერ შემოვიდოდა, მაგრამ უთხრეს მიწები გლეხებსო გესმის? და წამოვიდა ეს რუსეთის ჯარი, გამოვიდა რომ მარტო თავად-აზნაურები და ინტელექტუალები იბრძოდნენ, 2008-შიც ეგრე იყო, ძირითადად აქტიური ადამიანები იყვნენ.
რატომ მოვიყვანე მაგალითი, ქვეყანას იპყრობდნენ და ქართველმა ჩათვალა – მე რომ შევაკვდე ამითი რა შეიცვლებაო? სამშობლო მაინც მექნება და ამ მიწას ხომ ვერ წაიღებენო, პლიუს იმან გააგიჟა, ლენინმა, მოვიგეთო, ქარხანა ჩემი იქნება და მიწა ჩემიო. ჩვენ თუ ხალხს ღიად არ დაველაპარაკეთ, ზოგს არ ევასება ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ, სხვადასხვანაირი ამომრჩეველია, ზვიად გამსახურდიას რომ ამომრჩეველი ყავდა… კაცურად გეუბნებით, ერთპარტიული ნაციონალური მოძრაობა მაქსიმუმ ერთი … თქვენ გიჟები ხართ და ისინი ნორმალურები არიანო, აბა. ნაციონალურ მოძრაობას ყავს ბევრნაირი ამომრჩეველი დღეს“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

„ალია“ ცდილობდა ნიკა მელიასთან დაკავშირებას, თუმცა, ის ჟურნალისტებს არ პასუხობდა და კომენტარი მოგვიანებით გააკეთა თავის ფეისბუქ-გვერდზე.

თეგები: ნიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

14:06 08-17-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved