• რეკლამა
  • კონტაქტი
00:49, ოთხშაბათი, 28 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნუ უზრდელობთ, ნუ მეჩრებით პირში, ნერვები დაიმშვიდეთ” – დაპირისპირება პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე

ალია ავტორი - ალია
11:53 02-01-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

პარლამენტი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე კამათის ფონზე მსჯელობს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ქართული “ოცნების” და გახარიას “საქართველოსთვის” მიერ ინიცირებული პროექტები უნდა განეხილა, თუმცა გაირკვა, რომ ყოფილი პრემიერის პარტიამ საკუთარი პროექტი უკან გაითხოვა.

პარტია “საქართველოსთვის” წევრების განცხადებით, რადგან უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია სწორედ პარლამენტის სახელით იქნება მიღებული, ქვეყნის იმიჯისთვის არის ზიანის მომტანი ფაქტი, როდესაც საკანონმდებლო ორგანო ერთდროულად რამდენიმე რეზოლუციის პროექტზე მუშაობს. შესაბამისად, “საქართველოსთვის” წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მათი ავტორობით შექმნილი პროექტი უკან გაიწვიონ. აღნიშნულის შედეგად, პარლამენტში უკრაინის მხარდასაჭერად მხოლოდ ერთი პროექტი დარჩება განსახილველი, რომლის ავტორი მმართველი პარტიაა.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები  მმართველი პარტიის წარმომადგენლებს მოუწოდებენ, მათი ავტორობით შექმნილ ტექსტში კორექტირება მოხდეს. როგორც ცნობილია, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა ტექსტში მკაფიოდ ჩაიწეროს, რომ რუსეთის ფედერაცია არის აგრესორი და ოკუპანტი.

აღნიშნულ საკითხზე საგარეო კომიტეტის სხდომაზე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება საპარლამენტო ოპოზიციასა და მმართველ პარტიის წარმომადგენლებს შორის.

“ჩვენ ოპოზიციის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას იმიტომ კი არ ვეთანხმებით, რომ ოპოზიციის მიერ არის ინიცირებული, არამედ იმიტომ არ ვეთანხმებით, რომ შინაარსობრივად ისინი ყოველთვის საჭიროებენ დახვეწას.

ქალბატონო სალომე, მე თქვენ არ გაწყვეტინებდით, ეს არის ზრდილობის ელემენტარული წესი. ქალბატონო სალომე დამშვიდდით და ნუ უზრდელობთ, ნუ მეჩრებით პირში. ძალიან კარგად მიმყავს კომიტეტის სხდომა, დაწყნარდით და ნერვები დაიმშვიდეთ.

ადამიანი, რომელიც 8 წელია უკვე პარლამენტშია, გონზე არ არის კომიტეტი როგორ მუშაობს,” – აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა სალომე სამადაშვილმა ნიკოლოზ სამხარაძეს სიტყვა შეაწყვეტინა და განუცხადა, რომ მას კომიტეტის სხდომა ვერ მიჰყავს.

“ჩვენ დღეს ვმსჯელობთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. თუ შეიძლება გადავიდეთ მსჯელობაზე, იმაზე, რაც არის მნიშვნელოვანი, რასაც ელოდება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა, არამედ საერთაშორისო პარტნიორები. გეჩრები იმიტომ, რომ ვერ მიგყავს კომიტეტის სხდომა,” – მიმართა სალომე სამადაშვილმა ნიკოლოზ სამხარაძეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე
ახალი ამბები

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

13:59 01-27-2026
თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

12:52 01-27-2026
თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია

15:31 01-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved