ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ მიესალმება რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„გახარიამ მიიღო ციხიდან შექება ბოსისგან და ახლა გაორმაგებული ენერგიით შეუდგება ნაცებთან ერთად ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობას“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის, “საქართველოსთვის”, ადგილობრივი ლიდერი ნოდარ შეროზია გახდა. ის საკრებულოს უმრავლესობაში მყოფმა ოპოზიციურმა პარტიებმა აირჩიეს. “ქართულ ოცნებას” კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.














კომენტარები