საქართველოში მცხოვრები პოლიტიკური მიმომხილველი იგორ კუროპტევი რუსი ოპოზიციონერის, დმიტრი გუდკოვის დეპორტაციას ეხმაურება და წერს, რომ ეს წმინდად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
“რუს ოპოზიციონერ დმიტრი გუდკოვს ახლახანს გაუკეთეს დეპორტაცია საქართველოდან. დმიტრი კიევიდან რამდენიმე დღით, კოლეგებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შესახვედრად ჩამოფრინდა და ის ქვეყანაში არ შემოუშვეს. ის არ ყოფილა აფხაზეთში. არაფერი დაურღვევია. ეს არის წმიდად პოლიტიკური გადაწყვეტილება. სირცხვილი. რას აკეთებთ? სიტყვები არ მაქვს”, – წერს კუროპტევი.














კომენტარები