• რეკლამა
  • კონტაქტი
10:56, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მაინტერესებს სადამდე გაგრძელდება მთავარი არხის ყრუ ბოიკოტი ლეიბორისტული პარტიის მიმართ“ – მიხეილ ქუმსიშვილი

ალია ავტორი - ალია
19:42 01-31-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

ყოველთვის არსებობს რისკი, რომ ტირანებთან ბრძოლაში თავად გადაიქცე ტირანად. ეს მიდგომა სამწუხაროდ ნიკა გვარამიას ან დაავიწყდა, ან არც ჰქონია – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” წევრი მიხეილ ქუმსიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“დიდი ხანია ვაკვირდები და მაინტერესებს სადამდე გაგრძელდება მთავარი არხის ყრუ ბოიკოტი ლეიბორისტული პარტიის მიმართ. იმის გარდა, რომ არც თოქ-შოუებში გვიწვევნ და არც ჩვენს ღონისძიებებზე დადიან, შალვა ნათელაშვილის საკითხის საპარლამენტო განხილვაც შალვა ნათელაშვილის ხსნების გარეშე გააშუქეს. უკაცრავად და იმედისგან რამე განგასხვავებთ?

ეს ყველაფერი საიდან დაიწყო იცით? თვითმართველობის არჩევნებამდე ნიკა გვარამიასთან მქონდა საუბარი პირდაპირ ეთერში, სადაც ლოგიკური კითხვები დავუსვი IPSOS-ის კვლევის შედეგების სანდოობასთან დაკავშირებით, რაზეც სათანადო პასუხები ვერ მივიღე, ხოლო გვარამიამ განსხვავებული აზრი ვერ აიტანა და ჩავარდა ისტერიკაში, მომაყენა დაუმსახურებელი შეურაცხყოფაც და დამიანონსა რომ თურმე პოლიტიკურ კარიერას დამისრულებდა…

იმ დღის შემდეგ 3 თვეზე მეტი გავიდა და ტელეკომპანია მთავარზე ე რ თ ხ ე ლ ა ც კი არ უხსენებიათ ლეიბორისტული პარტია (კონკრეტულად ჩემზე საერთოდ არ მაქვს საუბარი). ანუ ვითომ საერთოდ არ ვარსებობთ, უბრალოდ იგნორი. იგივე რასაც წლების განმავლობაში აკეთებდა იმედი. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ჩემი და გვარამიას კამათის შემდეგ, 3 კვირაში თავად გვარამიამ გამოუცხადა უნდობლობა IPSOS-ს და საერთაშორისო სასამართლოში ჩივილითაც დაემუქრა მონაცემთა უზუსტობის გამო. სხვას კი არაფერს ვედავებოდი?! ანუ რის გამო გვბლოკავს? იმის გამო რომ ყველაფერს არ ვაპრავებთ და განსხვავებული აზრი გაგვაჩნია? ? დიდი ბოდიში რა!

იმის მოყოლას აღარ დავიწყებ, თუ რამდენი გვიბრძოლია ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის გადასარჩენად ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთაც. სამომავლოდაც საჭირო რომ გახდეს, იგივეს ვიზამთ, იმიტომ რომ კრიტიკული მედიის დაცვა პრინციპულად მნიშვნელოვანია, და არა იმიტომ რომ ნიკა გვარამია იმსახურებს ამას. თუმცა მედიისთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანი უნდა იყოს განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება!! მითუმეტეს იმისგან, ვინც შენს მიმართ მტრულად არ არის განწყობილი.

საბედნიეროდ არიან სხვა ოპოზიციური ტელევიზიები, რომლებიც ზუსტად ვიცი რომ განსხვავებული აზრის გამო ტაბუს არ დაგვადებენ და დაიცავენ მინიმალურ ჟურნალისტურ პრინციპებს მაინც. ჩემი პატივისცემა ტვ პირველს, ფორმულას, კავკასიას და სხვა მედია საშუალებებს ვინც ნიკა გვარამიას ან ნებისმიერი სხვა ავტორიტარის დღის წესრიგზე არ აწყობს საკუთარ სარედაქციო პოლიტიკას.

და აქვე მივმართავ იმ ადამიანებს, რომლებიც გვარამიას ხუშტურების გამო წესიერად გამარჯობასაც აღარ ამბობენ – ბევრ თქვენგანს იდეალისტებად გიცნობთ და ვისაც ებრძვით დარწმუნებული ვარ გულწრფელად ევრძვით. ყველამ უნდა გავიაზროთ რომ ჩვენ ვუპირისპირდებით არა კონკრეტულ ადამიანებს, მაგალითად ბიძინას ან კალაძეს, არამედ – სისტემას, არაჯანსაღ მიდგომებს, ორმაგ სტანდარტებს და დიქტატურას!! ყოველთვის არსებობს რისკი, რომ ტირანებთან ბრძოლაში თავად გადაიქცე ტირანად. ეს უნდა გვახსოვდეს მთელი ცხოვრება. ეს მიდგომა სამწუხაროდ ნიკა გვარამიას ან დაავიწყდა, ან არც ჰქონია. ნუ დაივიწყებთ სხვებიც, განსაკუთრებით კი დემოკრატიის მქადაგებლები ❤️” – წერს ქუმსიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved