• რეკლამა
  • კონტაქტი
08:15, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ ბავშვს 3-5 დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა აქვს, მისი ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია – ახალი გაიდლაინი

ალია ავტორი - ალია
18:26 01-31-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
70

18 წლამდე კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის ახალი გაიდლაინი ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. დადგენილებაში უცვლელია პედიატრიული პაციენტების კლინიკაში გადაყვანის ინდიკატორები. 28 იანვარს დამტკიცებული დოკუმენტით, კოვიდინფიცირებულ ბავშვებში მაღალ რისკად ითვლება შემდეგი გარემოებიდან რომელიმე ერთ-ერთის არსებობაც კი:

1. 1 წელზე პატარა ასაკი;

2. დადასტურებული პნევმონია;

3. მუდმივი მაღალი ტემპერატურა 3-5 დღის განმავლობაში;

4. დაავადების ხანგრძლივობა 1 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, თუ არ არის გაუმჯობესება ან გამწვავება პროგრესირებს;

5. თუ არტერიული ჟანგბადის გაჯერების მაჩვენებელი ოთახის ჰაერზე 92 პროცენტზე ნაკლებია;

6. სუნთქვის უკმარისობა;

7. ​თანმხლები ქრონიკული მდგომარეობა (ფილტვების ქრონიკული დაავადება (ზომიერი ან მძიმე ასთმა); გულსისხლძარღვთა დაავადებები; თირკმელების ქრონიკული დაავადება; ღვიძლის ქრონიკული დაავადება; ნერვ-კუნთოვანი დაავადება; ენდოკრინული დარღვევები (მაგ., შაქრიანი დიაბეტი); მეტაბოლური დარღვევები);

8 .იმუნოსუპრესიული პაციენტი (კიბო, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ორგანოს გადანერგვა, იმუნომოდულაცია და გლუკოკორტიკოიდების მაღალი დოზა);

9. მულტისისტემური ანთებითი სინდრომი და კავასაკის დაავადების მსგავსი კლინიკური მახასიათებლები;

10 .მძიმე სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი ≥120% 95-ე პერცენტილზე);

11. გასტროენტერიტის სურათი ზომიერი ან მძიმე დეჰიდრატაციით.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, 2021 წლის 1 ოქტომბრამდე სულ დაინფიცირდა 18 წლამდე ასაკის 90 680 ბავშვი, რაც ინფიცირებულთა 14,8 პროცენტია. ამ პერიოდში კლინიკაში სამკურნალოდ გადაიყვანეს 7708 ბავშვი (8,5%), მათგან გარდაიცვალა 8 (0,1%).

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved