• რეკლამა
  • კონტაქტი
16:52, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს პოზიციაა ომის არდაშვება და ამ პოზიციას იზიარებენ ჩვენი პარტნიორები – შალვა პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:10 01-31-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

უსაფრთხოების საკითხები ეხება არა მხოლოდ უკრაინას და საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონს და ევროპას, ამიტომ, დღეს მთავარი ამოცანაა ახალი ომის არდაშვება და ამ პოზიციას, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს აქცს, სრულად იზიარებენ ჩვენი პარტნიორებიც,- ასე გამოეხმაურა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

ბიუროს სხდომაზე, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით მოქმედებს. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზეც. მისი თქმით, სამუშაო პროცესი უზრუნველყოფილი იქნება.

„რაც შეეხება რეზოლუციის ტექსტის შინაარსს, კმაყოფილი ვარ, რომ ტექსტთან დაკავშირებით იმუშავეს როგორც დახურულ კარს მიღმა, ასევე, იქნება საჯარო განხილვაც კომიტეტის სხდომაზე. საბოლოო ჯამში, ფრაქციები შეთანხმდებიან რაღაც საკითხებზე, რაღაც საკითხებზე ვერ შეთანხმდებიან. მთავარია, რომ ეს პროცესი იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები გამართულ შეხვედრებზე საუბრის ერთ-ერთი თემა იყო.

„პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი საგარეო ვიზიტით ვიმყოფებოდი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, სადაც, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მივიღე მონაწილეობა. სხდომა იყო წარმატებული – ჩვენი პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ მივიღეთ მხარდაჭერა იმ საკითხებზე, რომლებიც ღია კარის პოლიტიკას და საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნის მოწინავე პოზიციებს შეეხება. გარდა ამისა, შეხვედრა გაიმართა გენერალური მდივნის მოადგილესთანაც. ჩვენი ხელისუფლება გახლავთ მჭიდრო კოორდინაციაში და კომუნიკაციაში ჩვენს პარტნიორებთან და სწორედ ამ კომუნიკაციის და კოორდინაციის საფუძველზე ვმოქმედებთ. ასევე, მსურს, დაგიდასტუროთ, რომ იმ პოზიციას, რომელიც უჭირავს საქართველოს, რომ ომის არდაშვება არის მთავარი ამოცანა, ვინაიდან, უსაფრთხოების საკითხები ეხება არა მხოლოდ უკრაინას და საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონს და ევროპას, სრულად იზიარებენ ჩვენი პარტნიორებიც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა

10:44 11-06-2025
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved