ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის კლინიკური საბჭოს წევრის, დეა ნიჟარაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი ბავშვებში მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება. მისი თქმით, მსუბუქი სიმპტომების შემთხვევებში, სასურველია, პაციენტის მდგომარეობა ოჯახის ექიმმა მართოს.
„ქვეყანაში კოვიდსტატისტიკა ჯერ ისევ მაღალია, თუმცა, ჩვენდა გასახარად, „ომიკრონის“ შტამი ბავშვებში იმდენად მწვავე არ არის, არ მიდის იმდენად რთულად. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ ჰოსპიტალიზაცია მოხდეს საყურადღებო, რისკის ჯგუფების მქონე პაციენტების შემთხვევაში. უმნიშვნელოვანესია, რომ პირველივე სიმპტომების გაჩენისას, მშობელმა პროცესში ოჯახის ექიმი ჩართოს, რათა მან დინამიკას ადევნოს თვალი. მან უნდა განსაზღვროს, თუ რამდენად საჭიროებს ან არ საჭიროებს პაციენტი ჰოსპიტალიზაციას“, – აცხადებს დეა ნიჟარაძე.














კომენტარები