ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველი ეკა კიკნაძე, რომელიც კულტურის მინისტრმა პოსტიდან გაათავისუფლა, აცხადებს, რომ დღეს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან საერთოდ გაუშვეს. როგორც კიკნაძე განმარტავს, ისე გაათავისუფლეს, რომ ამის შესახებ არც კი აცნობეს და პირდაპირ ნახევარი თვის ანაზღაურება ჩაურიცხეს.
“ამასობაში, წულუკიანის ადმინისტრაციამ, ლაბორანტადაც აღარ გვინდიხარო
თურმე, ორ კვირაზე მეტია გათავისუფლებული ვარ, სხვა თანამშრომლებთან ერთად. თუმცა, არც შეტყობინებით შეუწუხებიათ თავი, არც ოფიციალური დოკუმენტის გამოგზავნით. პირდაპირ ნახევარი თვის ხელფასის ჩარიცხვით გამაგებინეს.
პ.ს. დოჩანაშვილი მაინც თუ წაიკითხეს ნეტა….”- წერს ეკა კიკნაძე.














კომენტარები