“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს, ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა საბოლოოდ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს.
ოპოიზიციური პარტიის გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ბექა დავითულიანი გამოეხმაურა. მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნახა, რომ ქუჩიდან არაფერი გამოდის, ახლა სჭირდებათ ხელფასები, ცოტა ამოსუნთქვა, ამიტომ პარლამენტში შემოვლენ და დესტრუქციას შეეცდებიან.
„პარლამენტს სანდოობა თუ არ აქვს, პარლამენტში რას შემოდის ხატია დეკანოიძე, მაშინ იდგეს გარეთ. რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს „გაყალბებულ“ პარლამენტში და ამის მონაწილე ხდება? – ჩამოყალიბდეს. მათი უბედურება ისაა, რომ ყველა მტერი ჰგონიათ, ვინც მათ ბანაკში არ არის. „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში იქნება თუ მის გარეთ, დესტრუქციას ყოველთვის შეეცდება. ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნებიან. ვიდრე სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს მტრის ბანაკებად დაინახავენ, მანამდე იქნებიან ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური სისტემის მტრები“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.














კომენტარები