ხმაურია საგარეჯოს მერიაში, მიზეზი ეკლესიის ნაცვლად სავაჭრო ცენტრის მშენებლობაა. უფრო კონკრეტულად, სადავო მიწა ნაციონალური მოძრაობის საკუთრება იყო, პარტიამ ტერიტორია ხალხის თხოვნით, ეკლესიის მშენებლობისთვის ადგილობრივებს მისცა, თუმცა საგარეჯოს მერმა ტერიტორია მეგობარს იჯარით გადასცა და ახლა ეკლესიის ნაცვლად იქ სუპერ-მარტკეტი აშენდება.
რაც შეეხება დაპირისპირებას, ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც განმარტების მისაღებად მერიასთან მიუსლი ენმ-ს ლიდერები, გიორგი ბოტკოველი და ლევან ხაბეიშვილი, შენობაში არ შეუშვეს.
საბოლოოდ საგარეჯოს მერი, გიორგი ერბოწონაშვილი ოპოზიციას დაემალა.
წყარო: ტვ პირველი














კომენტარები