• რეკლამა
  • კონტაქტი
09:06, ოთხშაბათი, 18 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჰოსპიტალიზებული ადამიანების რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზეა – კოვიდკლინიკებში საწოლების 40% თავისუფალია – ბიძინა კულუმბეგოვი

ალია ავტორი - ალია
12:52 01-31-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

ციციშვილის საავადმყოფოს კლინიკური საბჭოს წევრის დეა ნიჟარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია იმ ინფიცირებული პირების ჰოსპიტალიზაცია მოხდეს, რომელთაც ვირუსით ავადობის მიმდინარეობის მძიმე ფორმა აქვთ და ამის რეკომენდაციას ოჯახის ექიმი აძლევთ.

“უმნიშვნელოვანესია ჰოსპიტალიზაცია მოხდეს რთული, საყურადღებო პაციენტების და ეს აუცილებლად ოჯახის ექიმმა უნდა განსაზღვროს. ინფიცირების ნიშნების დაწყების დროს აუცილებლად უნდა მივმართოთ ოჯახის ექიმს, მან უნდა შეაფასოს სიმძიმე და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხვდეს პაციენტი ჰოსპიტალში,” – განაცხადა ციციშვილის საავადმყოფოს კლინიკური საბჭოს წევრმა, დეა ნიჟარაძემ.

სპეციალისტების პროგნოზით, ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი სავარაუდოდ თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწევს.

“სტაბილიზირება ქვეყნებში 3-4 კირის შემდეგ ჩანს, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს მოლოდინი ჩვენ თებერვლის მეორე ნახევრიდან უკვე უნდა გვქონდეს. უპრეცედენტო რაოდენობით პაციენტები გყავს ჩვენ აქტიური, თითქმის 150 000, მაგრამ ამავე დროს ისტორიულ მინიმუმზეა ჰოსპიტალში არსებული ადამიანების რაოდენობა და 40% საშუალოდ ჰოსპიტალური საწოლების არის თავისუფალი. ამიტომ მე ვფიქრობ ამ ტალღას უმკლავდება ქვეყანა, შევძლებთ ჩვენ ამ ტალღის გავლას და, შესაბამისად, ეს მაძლევს იმის იმედს, რომ მერე დიდი ხნის განმავლობაში გარკვეულწილად იქნება ეპიდემიოლოგიური სტაბილურობა,” – განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა.

სპეციალისტების თქმით, უპრეცედენტოდ მაღალია თავისუფალი საწოლების რაოდენობაც.

“2 500-ზე მეტი თავისუფალი საწოლია დარჩენილი, თუ შევადარებთ დელტას მიმდინარეობას, აგვისტოს ბოლოს სულ 450 საწოლი, ახლა 2 500-ია. ასე რომ, აქცენტი უნდა გაკეთდეს პირველადი ჯანდაცვის რგოლზე, რისი პასუხიც იყო დამატებით ონლაინ-კლინიკების გახსნა. ეს არის სწორედ ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა, რაც შეიძლება ბევრი ექიმი მონაწილეობდეს ამ პაციენტების ონალაინ მართვაში,” – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სიახლე – ბრაზილიური განწყობა უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

სიახლე – ბრაზილიური განწყობა უკვე PSP-შია!

13:22 11-17-2026
სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა
ახალი ამბები

სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა

18:38 11-16-2026
რაში არ შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს?
ახალი ამბები

რაში არ შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს?

18:32 11-16-2026
Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა

18:21 11-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved