• რეკლამა
  • კონტაქტი
07:49, შაბათი, 4 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მეუფე შიო: ადამიანებს ამპარტავნების გამო არ სურთ, დაინახონ საკუთარი სიბრმავე, აღიარონ იგი, არ სჯერათ, რომ არსებობს სხვანაირი სულიერი ხედვა და სარწმუნოება

ალია ავტორი - ალია
19:02 01-30-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღევანდელ კვირას ეწოდება ბრმის კვირა, როდესაც იკითხება სახარება უფალ იესო ქრისტეს მიერ იერიქონელი ბრმის განკურნების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ეკლესიაში იწყება დიდი მარხვისთვის მოსამზადებელი პერიოდი, როდესაც წმინდა ეკლესია გვამზადებს დიდი მარხვისთვის, თუ რა განწყობით უნდა შევეგებოთ ამ სარბიელს.

გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ, ყველას მისი ლოცვა და დალოცვა. ” – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან 32-ე კვირას ქადაგებისას აღნიშნა.

“როგორც მოგახსენეთ, დღეს წაკითხული იყო სახარება ბრმის განკურნების შესახებ. იგი იჯდა იერიქონის კარიბჭესთან და მოწყალებას ითხოვდა. როდესაც იქ მიბრძანდა უფალი იესო ქრისტე მრავალ ადამიანთან ერთად, ეს ბრმა იკითხავს, რა ხდებაო. მას ეტყვიან, რომ მობრძანდებოდა ნაზარეველი მოძღვარი, რომელზეც, რა თქმა უნდა, ამ ბრმას სმენოდა, თუ ვინ იყო და რას აკეთებდა. მაშინ მან შესძახა: „იესო, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!“ მას აჩუმებდნენ, გაუბრაზდნენ, რადგან ამის თქმა წარმოუდგენელი იყო, „დავითის ძე“ – ეს იყო მესიის ერთ-ერთი სახელი. ამით, ფაქტობრივად, იგი იესო ქრისტეს მესიად აღიარებდა და, რა თქმა უნდა, ამის გამო განურისხდნენ. ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო. მაგრამ იგი უფრო ხმამაღლა გაიძახის: „იესო, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!“ და უფალმა იესო ქრისტემ მოუწოდა მას, ბრძანა, მიეყვანათ მასთან და ჰკითხა, რას ითხოვდა მისგან. ბრმა კი ეტყვის: „რათა ამეხილოს მე თვალი“. აი, ასეთ მოწყალებას ითხოვს ქრისტესგან. ისეთი დიდი სარწმუნოებით ითხოვდა, იმდენად დარწმუნებული იყო, რომ უფალი იესო ქრისტე ამას შეუსრულებდა, რომ, მართლაც, უფალი უპასუხებს, რომ „აგეხილოს შენ თვალი. სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ“. ასეთ სიტყვებს ამბობს უფალი იესო ქრისტე.

რას ნიშნავს „სარწმუნოებამან“? რომელმა „სარწმუნეობამ გაცხოვნოს შენ“? – იმის რწმენამ, რომ უფალი იესო ქრისტე, ნაზარეველი მოძღვარი, რომელიც მას შეეგება, არის მესია. აი, ამ რწმენამ აცხონა ეს ადამიანი. ამაზე ეტყვის უფალი, რომ „სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნოს შენ“.

მართლაც, ამ ადამიანს ეხილება თვალები, მაგრამ ეხილება არა მარტო ფიზიკური თვალი, არამედ სულიერი თვალიც, იმიტომ რომ იგი ღმერთს ადიდებს. სახარების ამ მონაკვეთში აღნიშნულია, რომ იგი ხვდება – ეს სასწაული ღმერთმა მოახდინა, შემდეგ შეუდგება იესო ქრისტეს და სამუდამოდ დარჩება მასთან ერთად. აი, ამას მოგვითხრობს დღევანდელი სახარება.

დღეს ჩვენ ვფიქრობთ, თუ რა არის სიბრმავე, როგორი შეიძლება იყოს სიბრმავე. სიბრმავე არის ფიზიკური, მაგრამ ასევე არის სულიერი სიბრმავეც, რომელიც ბევრად უარესია ფიზიკურ სიბრმავეზე, რადგან სულიერმა სიბრმავემ შეიძლება ადამიანი სამუდამო დაღუპვამდე მიიყვანოს. ეს სულიერი სიბრმავეც შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული.

აი, მაგალითად, ამპარტავნებით. როგორც გახსოვთ, ფარისევლებმა და მწიგნობრებმა, მიუხედავად იმისა, რომ ისმენდნენ ღვთის სიტყვას, იყვნენ მოწმენი უამრავი სასწაულისა, მკვდრეთით აღდგინებისა და ასე შემდეგ, მათ მაინც არ ირწმუნეს იესო ქრისტესი, იმიტომ რომ სწორედ ეს სიბრმავე ჰქონდათ მათ – იმჟამინდელ ყველაზე განათლებულ საზოგადოებს, ვიმეორებ, ფარისევლებსა და მწიგნობრებს.

დღესაც გრძელდება ასეთი სიბრმავე, როდესაც ადამიანებს ამპარტავნების გამო არ სურთ, დაინახონ საკუთარი სიბრმავე, აღიარონ იგი და საერთოდ არ სჯერათ, რომ არსებობს სხვანაირი – სულიერი ხედვა და სარწმუნოება, როგორც ამბობს პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში, რომ „რწმენა არის წვდომა უხილავისა“. აი, ეს უხილავის წვდომა და ხედვა რომ შეიძლება არსებობდეს, ასეთ ადამიანებს საერთოდ არ სჯერათ და არც უნდათ, იწამონ და ირწმუნონ. ამიტომაც არ იღებენ, არ ეხილებათ ეს თვალი.

სიბრმავე სხვანაირიც შეიძლება იყოს, მეორე სახის სიბრმავე, რომელიც სიძულვილისა და ბოროტებისაგან მოდის. ამაზე საუბრობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი. იგი ამბობს, რომ როდესაც ადამიანს სძულს თავისი ძმა, იგი ბნელშია და ბნელშივე, სიბნელეში დადის, არ იცის საითკენ მიდის, რადგან ბნელმა დაუბრმავა მას თვალი. აი, ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს იოანე ღვთისმეტყველი.

და კიდევ შეიძლება იყოს მესამე სახის სიბრმავე, როდესაც ადამიანი ჩაფლულია სხვადასხვა ვნებაში, ამსოფლიურ სიამეებში. ჩვენ ვხედავთ, რა ემართებათ ასეთ ადამიანებს, რომლებიც შეპყრობილნი არიან სიძვით, ნარკომანიით, ალკოჰოლიზმით, ლუდომანიით, ვერცხლისმოყვარეობით, შურით, ეჭვებით, სევდით და ა.შ. როგორ ზიანდებიან ისინი, აზიანებენ თავიანთ ოჯახებს. ასეთ ადამიანებზეც საუბრობს წმინდა სახარება. გახსოვთ, ასეთი მონაკვეთია, როდესაც სხვა ადამიანი, ვისაც აუხელს თვალს უფალი იესო ქრისტე, ამბობს სიტყვებს: „ვხედავ კაცთა, ვითარცა ხეთა, მიმომავალთა“. ესე იგი ვხედავ ადამიანებს, რომლებიც თითქოს როგორც ხეები, ისე დადიანო. აი, ასეთი ბუნდოვანი მხედველობა ჰქონდა მას თავიდან და შემდეგ მასაც აუხელს თვალს უფალი.

სიბრმავის აი, ასეთი სახეები არსებობს. მაგრამ ისმის კითხვა: გვეხება თუ არა ეს სახარება დღეს ჩვენ?!

შეიძლება ითქვას, რომ გვეხება, ძვირფასო ძმებო და დებო, იმიტომ რომ ჩვენც მეტად თუ ნაკლებად გვახასიათებს ეს სულიერი სიბრმავე.

დღევანდელი სახარებით წმინდა ეკლესია გადმოგვცემს სწორედ ყველაზე მთავარს – აზრს ცხოვრებისას, რომ ღმერთს სურს, ყველა ადამიანს აეხილოს სულიერი თვალი, იგი ამისთვის მივიდა დედამიწაზე, რომ აგვიხილოს სულიერი თვალები. ეს არის მთავარი აზრი სულიერი ცხოვრებისა, რომ ვიხილოთ ღმერთი, შევიცნოთ ღმერთი, როგორც თვითონ უფალი იესო ქრისტე ამბობს სამეუფო ლოცვაში: „ეს არის ცხოვრება საუკუნო, რათა გიცნობდნენ შენ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს და მას, რომელიც შენ მოავლინე – იესო ქრისტეს“. აი, ეს არის სულის გადარჩენა, სწორედ ეს არის სულის ცხონება – ხედვა და შეცნობა ღვთისა. მაგრამ ამისთვის საჭიროა, გვქონდეს ისეთივე მისწრაფება, როგორიც ჰქონდა აი, ამ იერიქონელ ბრმას, ისეთივე სინანული, გაცნობიერება ჩვენი სულიერი სიბრმავისა და ვედრება უფლისადმი, რომ შეგვიწყალოს და აგვიხილოს სულიერი თვალები. ვიმეორებ, ამის გარეშე ადამიანის ცხოვრებას, მარადისობის თვალსაზრისით, ღვთის თვალსაზრისით, აზრი აღარ აქვს, რადგან ეს არის მთავარი აზრი ცხოვრებისა. სხვაგვარად, თუ ჩვენ ჩვენივე სიცოცხლეში არ მივაღწევთ ამას, მაშინ, ვიმეორებ, აზრს კარგავს ჩვენი ცხოვრება. შეიძლება მიწიერ ცხოვრებაში მივაღწიოთ წარმატებას სხვადასხვა დარგში, მოვასწროთ გარკვეული სიკეთის გაკეთებაც ვიღაცისთვის, თუნდაც ჩვენი ოჯახის წევრებისთვის და ჩვენი სახელი დარჩეს შთამომავლობაში. ესეც კარგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი სულის გადარჩენისთვის, იმიტომ რომ სულის გადარჩენა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ შენი სახელი ახსოვდეთ მომავალ თაობებს, არამედ სულის ცხონება არის ის, როდესაც ადამიანი აგრძელებს ცხოვრებას მარადისობაში ღმერთთან ერთად.

ღმერთმა აგვიხილოს ჩვენ ჩვენი სულიერი თვალები. დღევანდელი სახარებით წმინდა ეკლესია სწორედ ამას გვასწავლის, თუ როგორ მოვაწყოთ ჩვენი ცხოვრება, როგორ ვიცხოვროთ, რა ვიწამოთ, რისკენ ვისწრაფოდეთ, იმისთვის, რომ აგვეხილოს ჩვენი სულიერი თვალი და ვიხილოთ, შევიცნოთ ჭეშმარიტი ღმერთი და მის მიერ მოვლენილი უფალი იესო ქრისტე, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ!“,- განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved