გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილში, მათ შორის საპორტო ქალაქ ჰამბურგში, ქარიშხალმა მთელი რიგი პრობლემები შექმნა, – ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
ჰამბურგის ცნობილი თევზის ბაზარი დაიტბორა, რადგან მდინარე ელბაში წყლის დონე გაიზარდა.
ქარიშხლის გამო ქალაქში წაიქცა რამდენიმე ხე, გადაკეტილი იყო გზები, გაჩერდა რკინიგზა.
სტიქიის გამო ჰამბურგის აღმოსავლეთით, ქალაქ ვისმარის მახლობლად, რამდენიმე დასახლებაში ელექტროენერგია გაითიშა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლოა, ქარიშხლის სიჩქარემ 100 კმ/სთ-ს მიაღწიოს.














კომენტარები