გენერალური გიგი კალანდაძე ქართულმა მხარემ გერმანიას ისე დააკავებინა, რომ ის ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაში არ ყოფილა.ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild წერს. გამოცემის ჟურნალისტებმა ოფიციალურად მიმართეს “ინტერპოლს” შეკითხვით, იყო თუ არა ქართველი გენერალი ძებნილთა სიაში. აღმოჩნდა, რომ გერმანელი სმაართალდამცავები შეცდომაში ქართულმა მხარემ შეიყვანა. თავად გენერალი კალნდაძე ამბობს, რომ ის “ინტერპოლის” წითელ ცირკულარზე არ ყოფილა.
გერმანელი სამართალდამცავები იქნენ მოტყუებული, როცა გერმანელმა სამართალდამცავებმა მიმართეს საქართველოს პროკურატურას და პროკურატურამ უთხრა, რომ მოთხოვნა არის ასევე ინტერპოლზე გადაცემული.ინტერპოლმა გასცა პასუხი, მე ინტერპოლს წითელ ცირკულარზე არ დავუსვივარ, არ ვყოფილვარ ძებნილი“, – ამბობს გიგი კალანდაძე “ტვ პირველთან”
გენერალი გიგი კალანდაძე გასული წლის 19 დეკემბერს გერმანიაში დააკავეს.














კომენტარები