მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში ექიმებს ისევ არ უშვებენ. მესამე პრეზიდენტს არც სამედიცინო გამოკვლევები ჩატარებია, შესაბამისად, ადვოკატების განცხადებით, მათთვის უცნობია, როგორია ამჟამად დაპატიმრებული პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა არ ეძლევა არცერთ ექიმს, მათ შორის პირად ექიმს, რითაც ირღვევა კანონი.სამწუხაროდ, ჩვენ არ არ გვაქვს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია ამჟამად. არათუ ექიმს არ ეძლევა მონახულების უფლება, მას არ უტარდება შესაბამისი გამოკვლევები”, – ამბობს შოთა თუთბერიძე.














კომენტარები