კრემლი ჩიხშია, რუსული ელიტა ომისთვის მზად არ არის, – უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ რუსმა პოლიტოლოგმა, ანდრეი პოიტკოვსკიმ განაცხადა.
როგორც ექსპერტი მიიჩნევს, რუსეთის მოუმზადებლობის მთავარი მიზეზებია: უკრაინის სამხედრო რესურსები და დასავლეთის ძლიერი მხარდაჭერა. (იგულისხმება მკაცრი სანქციები).
ექსპერტის თქმით, დასავლეთის ქვეყნებს სერიოზული განზრახვები აქვთ დაიცვან უკრაინის სახელმწიფო რუსეთის ფედერაციის მიერ გადაყლაპვისგან და ამას მოწმობს სამხედრო დახმარება, რომელსაც ვაშინგტონი უწევს კიევს.
“აღმოჩნდა, რომ რუსეთის მმართველი ელიტა არ არის მზად ომისთვის, მათ ეშინიათ უკრაინის არმიის წინააღმდეგობის დონის და ჯოჯოხეთური სანქციების, რომლებსაც დასავლეთი გვპირდება. ამიტომ, კრემლი ჩიხში შევიდა”, – განაცხადა პოლიტოლოგმა.
მანამდე რუსმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ანდრეი კარაულოვმა გააჟღერა მოსაზრება, რომ რუსეთის ხელისუფლება უკრაინის ტერიტორიაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ ომის სხვისი ხელით დაწყება გახდება შესაძლებელი.














კომენტარები