• რეკლამა
  • კონტაქტი
05:48, ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მეტი დახმარება უკრაინას” – ქართველმა და უკრაინელმა ემიგრანტებმა თეთრ სახლთან აქცია გამართეს

ალია ავტორი - ალია
12:45 01-30-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი და უკრაინელი ემიგრანტების ორგანიზებით, თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი აქცია გაიმართა.

მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს მოსკოვის სამხედრო აგრესიის ფონზე და პრეზიდენტ ბაიდენს კიევისთვის მეტი სამხედრო, პოლიტიკური და ფინანსური დახმარება სთხოვეს.

აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, აუცილებელია, რომ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები იქამდე დაწესდეს, სანამ რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთ სამხედრო ინტერვენციას განახორციელებს.

აქციის მონაწილეები თვლიან, რომ რუსეთის ჩახსნა “სვიფტის” გლობალური საგადამხდელო სისტემიდან იქნება ეფექტური და შედეგის მომტანი ერთ-ერთი ზომა, რომელიც დასავლეთს შეუძლია, რომ გამოიყენოს.

აქციას ამერიკის სხვადასხვა შტატებიდან შეუერთდნენ ქართველი ემიგრანტებიც, რომელთა მთავარი მოთხოვნა უკრაინის მხარდაჭერის პარალელურად, საქართველოს ნატო-ში დაუყოვნებლივ მიღება იყო. ამასთან, მათ აქციაზე ბანერები ჰქონდათ მიტანილი, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია.

“ჩვენ შევიკრიბეთ, რათა ვთხოვოთ ამერიკელ მეგობრებს მეტი დახმარება და პირველ რიგში, საქართველოს და უკრაინის მიღება ნატოში, სანამ კიდევ უფრო მეტი ესკალაცია მოხდება რეგიონში. უკრაინელ მეგობრებს დღესაც ვუთხარით სიტყვით გამოსვლის დროს, რომ ქართველი ხალხი დგას მათ გვერდში და არ შეაფასონ საქართველო ჩვენი მთავრობის სიჩუმით და უმოქმედობით. მათ იციან, რომ ქართველი ხალხი დგას უკრაინის გვერდით და არის რუსეთის წინააღმდეგ”, – თქვა აქციის თანაორგანიზატორმა, გია ლომიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved