• რეკლამა
  • კონტაქტი
05:49, ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოინდომა, რომ შეეშინებინა ბაიდენი, აღმოჩნა, რომ იქ ბაიდენი არაა..”-ზაქარეიშვილი

ალია ავტორი - ალია
12:15 01-30-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
103

“რუსეთი აშკარად გაიჭედა თავის ხაფანგში, რომელიც დასავლეთს დაუგო”, – ასე აფასებს რუსეთ-უკრაინაში შორის არსებული დაძაბულ ურთიერთობს ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი.

მისი თქმით, შესაძლოა პუტინმა ომი დაიწყოს, მაგრამ ეს ძალიან ძვირად დაუჯდება. 

“რუსეთი აშკარად გაიჭედა თავის ხაფანგში, რომელიც დასავლეთს დაუგო. რუსეთს ორი ამოსავალი საყრდენი ჰქონდა: პირველი და მთავარი, დასავლეთი არ ჩქარობს და არც აქვს სურვილი, განიხილოს უკრაინის და საქართველოს ნატო-ში მიღება, ამას რუსეთი გრძნობს. დასავლეთი მიიჩნევს, რომ უკრაინა და საქართველო არ არიან მზად ნატო-ში გასაწევრიანებლად. საქართველო მოდის დემოკრატიიდან და არ ჩანს დასავლეთის სურვილი, იბრძოლოს საქართველოსთვის.

რუსეთი ფიქრობს, რომ დასავლეთი არის სუსტი და აქ გაიჭედა მისი ხაფანგი. რუსეთში ადამიანებზე აქვთ გათვლა, იგი ვერ ხედავს ინსტიტუტებს. მოინდომა, რომ შეეშინებინა ბაიდენი, აღმოჩნა, რომ იქ ბაიდენი არაა, დემოკრატია და ინსტიტუტებია. ამ დროს რუსეთს უცებ წინ დაუდგა ძალიან მაგარი ლითონის კედელი და მან ამ კედელს შუბლი მიარტყა. ამით დასავლეთმა უთხრა: „რადგან ამდენს გეფერებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ ჩვენი ტოლი ხარ“. რა თქმა უნდა, დღეს პუტინმა შეიძლება ომი დაიწყოს, მაგრამ ეს ძალიან ძვირად დაუჯდება. რუსეთი ჭაობში ჩაეფლობა. მას ეგონა, რომ ომით შეაშინებდა დასავლეთს, რითაც ის არ შეშინდა. ახლა დასავლეთი წერილს გაუგზავნის, როგორ შეუნარჩუნოს რუსეთს სახე, გამოიყვანოს სიტუციიდან, რომ რუსეთი მთლად ჩაფლავებული არ იყოს. შეიძლება უთხრას, რომ უკრაინის საზღვართან ჯარი ჰყავდეს, ოღონდ გარანტია მისცეს იმის, რომ არ შეიჭრება.” – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა For.ge-სთან საუბრისას.

ცნობისათვის,  რუსეთმა უკრაინის საზღვართან და მის მიერ ანექსირებულ ყირიმში, თავი მოუყარა ასი ათასზე მეტ სამხედროს, რამაც დასავლეთის ქვეყნებში გამოიწვია განგაში, რომ მოსკოვი კვლავ აპირებს უკრაინაში შეჭრას. 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს “არ შექმნათ პანიკა, რომ ომი იწყება”. მანამდე თეთრი სახლის განცხადებით, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ ზელენსკი გააფრთხილა, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში თებერვალში შეიჭრას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ თუ ეს დამოკიდებულია რუსეთზე, მაშინ ომი არ იქნება; ჩვენ ომები არ გვინდა, მაგრამ ასევე, არ დავუშვებთ ჩვენი ინტერესების ფეხქვეშ გათელვას და მათი იგნორირების უფლებასაც არავის მივცემთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved