• რეკლამა
  • კონტაქტი
05:49, ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნატო ჩხეიძე 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ დაწესებას ითხოვს

ალია ავტორი - ალია
11:15 01-30-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
96

ოპოზიციონერი დეპუტატი ნატო ჩხეიძე 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ დაწესებას ისევ ითხოვს. ოპოზიციონერმა დეპუტატმა მსგავსი ინიციატივა მეათე მოწვევის პარლამენტსაც წარუდგინა.

დეპუტატს მიაჩნია, რომ 26 მაისი საქართველოს პრეზიდენტის დღედ უნდა გამოცხადდეს.

„26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ისტორიის გადაკეთების მცდელობაა, რადგან 26 მაისი არ შეიძლება იყოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სწორედ იმიტომ, რომ 26 მაისს არ დაფუძნებულა საქართველოს დღევანდელი სახელმწიფო.

1918 წლის 26 მაისს აღდგა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა (რომელიც დაიკარგა 1801-1917 წლებში რუსული ოკუპაცია-ანექსიით); დაახლოებით სამწლიანი დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობა შეწყდა 1921 წლის 25 თებერვალს, როდესაც ბოლშევიკურმა რუსეთმა ისევ განახორციელა საქართველოს ოკუპაცია და ფაქტობრივად, 70 წლის განმავლობაში საქართველოს რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთის კოლონია იყო, ხოლო 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ კვლავ აღადგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, რაც ასახულია კიდეც საქართველოს კონსტიტუციაში.

დაახლოებით სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის გამოცდილების მქონე ქვეყანაში, სადაც განმათავისუფლებლობა, როგორც იდეა, ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ერის სიცოცხლისუნარიანობისა და კონსოლიდაციის ჩამოყალიბებაში, 1918 წლის 26 მაისს აღდგენილი დამოუკიდებლობა ისტორიული მნიშვნელობისაა, რასაც ბუნებრივად მოჰყვა დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ფიგურის – მთავრობის თავმჯდომარის, ფუნქციითა და შინაარსით პრეზიდენტის არჩევა.

დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესში ნოე ჟორდანიას როლისა და შემდგომში მისი სტატუსის, ასევე დამოუკიდებელ ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, უმჯობესია 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ნაცვლად აღინიშნებოდეს საქართველოს პრეზიდენტის დღე“, – განმარტავს ჩხეიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved