ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს: ქალბატონო ვიოლა, მე არ ვიცი რას ეწევიან უკრაინაში, ყველანი თუ მხოლოდ “профсоюз”-ის წევრები, მაგრამ ძალიან მომწონს კონკრეტულად თქვენგან მსგავსი შეფასების მოსმენა – თქვენგან, ვისაც ჩვენმა მსჯავრდებულმა უკრაინელმა “ამორალური იდიოტი” გიწოდათ. ხშირად გაკრიტიკებთ ხოლმე, მაგრამ ამჯერად – ბრავა!
ცნობისათვის, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა უკრაინის პარლამენტში ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარეს, დავით არახამიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ აშშ და სხვა ქვეყნები უკრაინაზე რუსეთის თავდასხმასთან დაკავშირებით პანიკას თესავენ. “ამ უკრაინაში რამეს ეწევიან ყველანი, თუ რა ხდება?” – წერს ვიოლა ფონ კრამონი.














კომენტარები