• რეკლამა
  • კონტაქტი
02:39, ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პირველ რიგში, „ოცნების“ ხელისუფლებას მიმართოს..საღი აზრის მქონეს, „ნაცს“ ან ქვეყნის მოღალატეს რომ ეძახიან!!!”-დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
13:05 01-29-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

“პირველ რიგში, „ოცნების“ ხელისუფლებას მიმართოს, თავად დაივიწყონ სიძულვილი, ყველა განსხვავებული და განსაკუთრებით საღი აზრის მქონე ადამიანს, ან „ნაცს“ ან ქვეყნის მოღალატეს რომ ეძახიან!” -ასე ეხმაურება პოლიტიკური პარტია „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას და უსვავს კითხვას, პრეზიდენტად რომ ირჩევდნენ, მაშინ არ იყო საზოგადოება დაავადებული?

ჭიჭინაძის თქმით, პრეზიდენტი არ არის დამოუკიდებელი და ის სხვისი პირით გვესაუბრება.

„კითხვა მაქვს, ზურაბიშვილს პრეზიდენტად რომ ირჩევდნენ, მაშინ არ იყო საზოგადოება დაავადებული?! 

სიძულვილის ენას რაც შეეხება, პირველ რიგში, „ოცნების“ ხელისუფლებას მიმართოს, თავად დაივიწყონ სიძულვილი, ყველა განსხვავებული და განსაკუთრებით საღი აზრის მქონე ადამიანს, ან „ნაცს“ ან ქვეყნის მოღალატეს რომ ეძახიან!

მოკლედ, პრეზიდენტი არ არის დამოუკიდებელი, ის მხარეა, ვინც სხვისი პირით გვესაუბრება, სხვის ხუშტურზე დადის და შესაბამისად, არ არის იმ ლეგიტიმაციის ადამიანი, ვისაც ჩვენი უახლოესი ისტორიის შეფასება შუძლია, მითუმეტეს, თუ მის არალეგიტიმურ არჩევნებს გავიხსენებთ,“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ცნობისათვის, პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენი საზოგადოება არის დაავადებული, ჩვენი ქვეყანა არის დაავადებული. ჩვენ უნდა მოვნახოთ ჩვენში იმის უნარი, რომ გამოვჯანმრთელდეთ. მისი თქმით, არსებობს რაღაც პრინციპები, რომელზეც საზოგადოება უნდა შეთანხმდეს და არ დაიწყოს „ქექვა თუ ზუსტად რა მოხდა“.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უნდა გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენაზე ცოტა ხანი მაინც და ვნახოთ, რამდენად შვებას მოუტანს საზოგადოებას. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved