ჯანდაცვის ექსპერტის, ვატო სურგულაძის განცხადებით, სავარაუდოდ, პირველი თებერვლიდან ჯანდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდება. – შესაბამისი განცხადება მან “პალიტრანიუსის” ეთერში საუბრისას გააკეთა.
ასევე, როგორც მან გადაცემაში “360 გრადუსი” საუბრისას განაცხადა, უწყებაში ჯერ კიდევ უამრავი ადამიანი არ არის აცრილი და საინტერესოა, ახალი ჯანდაცვის მინისტრი თუ არის ვაქცინირებული.
“თავიდან ბოლომდე დაშლილია სისტემა. როდესაც ჯანდაცვის სამინისტროში უმრავლესობა არ არის აცრილი, მაინტერესებს ჩვენი ახალი მინისტრი არის თუ არა ვაქცინირებული. წინა მინისტრს ვერ ვეღირსეთ, რომ მეორე დოზა გაეკეთებინა, რაზე ვსაუბრობთ, რა ბრიტანეთს ვედრებით. მიდგომა პრინციპულად უნდა შეიცვალოს. სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია. სრული ინფორმიერებაა საჭირო, ასევე ოჯახის ექიმებმა იმუშაონ, ამით არაფერი იცვლება. ალბათ, პირველი თებერვლიდან შეიცვლება ჯანდაცვის სამინისტროში ძალიან ბევრი ადამიანი, როგორც ველოდებით, მაგრამ ეს არ მოიტანს შედეგს, რადგან სისტემა არ შეიცვლება“, – განცხადა ვატო სურგულაძემ.














კომენტარები