• რეკლამა
  • კონტაქტი
01:11, შაბათი, 10 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “ეს სააკაშვილმაც დამალა” – იარაღით ვაჭრობა და 15 წლის გოგოს გატაცება და მკვლელობა – რას ყვება კოტე ციხისთავი

ალია ავტორი - ალია
01:51 01-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
749

ტვ “ფორმულასთან”, ჟურნალისტ ვახო სანაიასთან გიორგი სანაიას მკვლელობაზე და არამარტო საუბრობს ყოფილი პატიმარი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა ციხე – კოტე ციხისთავი.

იგი გიორგი სანაიას მკვლელობის დაგეგმვაში და შესრულებაში ხელს ადებს შოთა ჭიჭიაშვილს და ამბობს, რომ პირადად მოისმინა, როგორ მისცეს ჭიჭიაშვილს გიორგი სანაიას მოშორების ბრძანება თამაზ თამაზაშვილმა და კახა ბაკურიძემ.

კოტე ციხისთავი ჰყვება, რომ იგი დაკავშირებული იყო ჭიჭიაშვილთან და როგორც მოგვიანებით მიხვდა, მოტივი ჭიჭიაშვილის და მასთან დაკავშირებული პირების მოქმედებების მოტივი იყო პანკისში სიტუაციის არევა და რუსის ჯარის შემოყვანა იყო, “სულ ზემოდან მოდიოდა ყველაფერი, გატაცებებიც…” იგი ამტკიცებს იმასაც, რომ იცნობს გრიგოლ ხურცილავას, “გრიცკოს”, რომელიც გიორგი სანაიას მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს და იგი იგი ჭიჭიაშვილის ინფორმატორი იყო. ციხისთავის თქმით, მათ ეხმარებოდა ასევე კობა ოთანაძე, ყოფილი მაღალჩინოსანი, სამხედრო, რომელიც მუხრავიონის ამბოხების სათავეში ორჯერ იყო, ერთხელ შევარდნაძის პერიოდში და მეორედ – სააკაშვილის მმართელობის დროს.

ვახო სანაია:

-იარაღით ვაჭრობის ამბავი როგორი იყო? ამაში თამაზაშვილი, ბაკურაძე, კახა თარგამაძე, ჭიჭიაშვილი – ეს პირები კურირებდნენ?

კოტე ციხისთავი:

-კიდვე იყო ერთი, შუამავალი იყო ძალიან სერიოზული იარაღის შემოტანაში, მას მერე შვილი მოსტაცეს, ერთდერთი გოგო და დღემდე საფლავიც არა აქვს შვილის. ფული გამოსძალეს 70 ათასი დოლარი. საბურთალოზე აიღეს. შეყავდათ პანკისში, რომ ქისტებისთვის დაებრალებინათ…

ვახო სანაია:

-ეს არის გოგინაშვილის, პოლკოვნიკ გოგინაშვილის შვილის, მარიამ გოგინაშვილის ამბავი, რომელიც გაიტაცეს წყნეთიდან და მას შემდეგ არაფერია ამ გოგონაზე ცნობილი. თქვენ 70 ათასი ახსენეთ, თავდაპირველად უფრო ბევრი მოითხოვეს, ეს ფული გადაიხადა მამამ და შვილი მაინც ვერ დაბრუნა, რა იცით ამ საქმეზე და ვინ იდგა ამ საქმის უკან.

კოტე ციხისთავი:

-აირსაწინააღმდეგო იარაღი არსებობს, სითბური რაკეტა, თავად მისდევს თვითმფრინავს, ტერორისტის ხელში სერიოზული იარაღია, სერიოზული კონტროლიცაა. ჩეჩენ “ბაევიკებს” მართავდნენ, არსებობს ასეთი ცნება “მართული ტერორისტები”, თქვენ რომ ხედავდით კადრებს, ისინი დადგმული იყო. იღებდნენ ფოტოებს და ეუბნებოდნენ, რომ ეს სჭირდებათ დასაფინანსებლად ისევ ტერორისტებისგან, სინამდვილეში ეს მოდიოდა ისევ კრემლისგან. თქვენ როგორ გგონიათ, მართლა რომ ყოფილიყო ეგეთი ხალხი, არ გაყვებოდნენ კვალს? საკლავს რომ კლავს ვინმე პანკისში, ისიც იციან ვინ დაკლა და რა ფულით იყიდა.

უნდოდათ ეს რაკეტები, მაინცდამაინც ჩვენთან მოვიდნენ, იქნებ დაგვეხმარო მათ ყიდვაშიო. ჭიჭიაშილი დაუკავშირდა გოგინაშვილს, გოგინაშვილი გადავიდა სომხეთში და გადააგდეს 50 ათასში. ახლა სჭირდებათ იმისი აგორება, რომ საქართველოდან გადაიცემა მსგავსი იარაღი. ოთანაძე უბიძგებდა ჭიჭიაშვილს, წამო, გოგინაშვილს ეს გოგო მოვტაცოთო. სხვათა შორის, ჭიჭიაშვილი არ კადრულობდა და არც ერთი ქისტი ამას არ იკადრებდა. ჩვენ დაჯგუფებაში იყო “ტაშკენტა”, მერე გარდაიცვალა. ღამე რომ გამოყავდათ პიტერ შოუ პანკისიდან, ის გოგოც შეყავდათ, რომ დაბრალებოდა ქისტებს, როგორც საწყალ მაჩალიკაშვილს აცხადებენ ტერორისტად, ასე გამოაცხადებდნენ ქისტებს ტერორისტებად, აი, ხალხო, ბავშვებსაც კი გვტაცებენ. შეჰყავდათ იქ, გამოდიოდა ღამე ტყიდან ერთი დაჯგგუფება და შედიოდა მეორე დაჯგუფება ამ გოგოსთან ერთად. ფეხით შედიან შავი გზით. სიბნელეში შეეშალათ, ერთმანეთი ვერ იცვნეს, წავიდა სროლა, “ტაშკენტა” დაიღუპა, პიტერ შოუ გამოიქცა, ხოხვით მივიდა ბლოკ პოსტამდე, სხვათა შორის, მან მიაწოდო ხაბურძანიას ინფორმაცია, რომ იქ გოგოც იმყოფებოდა და მარაიმ გოგინაშვილი დაიღუპა იქ, სროლის დროს. ამ საქმეზე გამოკითხული ვარ, ეს საკითხი სააკაშვილმაც კი დამალა. ეს თემა რომ გამოიკითხეს, მიყვნენ, მიყვნენ და თუ გახსოვთ სომხები რომ დაიჭირეს რადიაქტიული ნივთიერებებით მატარებელში, ეს ერთი გამყიდველის ჯგუფი იყო რუსეთიდან. დადასტურდა ეს ყველაფერი, მივიდა გამოძიება აქამდე, მერე რა მოხდა არ ვიცი.

სააკაშვილის დრო, ბუნტი რომ მოხდა ციხეზე, მე იქ არ უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ სასწრაფოდ წამიყვანეს ყველაფერი რომ ჩაწყნარდა და მკვდრებს და დაჭრილებს ახარისხებდნენ, გამომიყვანეს კამერიდან, მიმაყენეს “მასკაინებმა” კედელზე და ჩამიტარეს დახვრეტის იმიტაცია, ვითომ დამხვრიტეს. 2 წელი შემომინახეს “სხვა პლანეტაზე”.

ვინ გაიტაცა მარიამი მე არ ვიცი, თელია გარდაცვლილია, ისიც ოთანაძესავით უძლიერესი ინფორმატორი იყო. ოთანაძე ამბობდა, რომ უნდა მოგვეტაცებია ბავშვი, რადგან ჩეჩნები ფულს გვთხოვდნენ 50 ათასს და არა გვქონდა, მერე მოიტაცეს, მაგრამ არ ვიცი, ვინ. გოგინაშვილის საქმეზე ჩვენება ჰქონდათ სააკაშვილის დროსაც და მერეც მოვიდნენ, მომასმენინეს მამამისს რომ ელაპარაკებოდნენ ვიღაცეები, იქნებ ხმაზე იცნობო და მერე კვალზე გავიდნენ და გაქრნენ… სად გაქრნენ და რატომ იმალება ასეთი ინფორმაცია, უკვე არ ვიცი.”

(ვიდეო) – “გავიგონე, რომ თამაზაშვილმა გიორგი სანაიას მოშორების ბრძანება გასცა” – სკანდალური ინტერვიუ, სადაც გიორგი სანაიას მკვლელობაში ყოფილ მაღალჩინოსნებს სდებენ ბრალს

(ვიდეო) – “თამაზაშვილმა იმ ქალის მოკვლის ბრძანება გასცა, ვინც ამ საუბარს შეესწრო” – კოტე ციხისთავი მოკლული ქალის ვინაობას ამჟღავნებს

(ვიდეო) – ესპანელების გატაცება, სანაიას მკვლელობა, გრიგოლ ხურცილავა, რუსეთი და $ 5 მილიონი – რა კავშირია მათ შორის კოტე ციხისთავის თქმით?

თეგები: გიორგი სანაიავახო სანაიაკოტე ციხისთავი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved