• რეკლამა
  • კონტაქტი
20:44, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზურაბიშვილი, პირველ რიგში, გამსახურდიას და შევარდნაძის მომხრეების შერიგებას გეგმავს? – “უფრო ადვილია, ნაკლებად მწვავეა”

ალია ავტორი - ალია
20:32 01-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
225

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ეროვნული შერიგების ინიციატივაზე საუბრობს და ამბობს:

“რაზე შეიძლება შეთანხმება ამ საუბრების დროს? – მაგალითები უფრო საინტერესო იქნება, ალბათ. წარსულზე და ალბათ, რაც უფრო ადრინდელი წარსულია, უფრო ადვილია, ნაკლებად მწვავეა დღევანდელი დღისთვის. არ უნდა გამოვრიცხოთ არც ერთი პერიოდი – ვართ იმისთვის მზად დღეს, რომ ერთად, საზოგადოებაზე ვლაპარაკობთ, რომ გადატრიალება მიუღებელია სახელმწიფოსთვის, რომელსაც აქვს პრეტენზია რომ იყოს დემოკრატიული სახელმწიფო და სახელმწიფოს პასუხიმგებლობაა, რომ ვერ დაიცვას თავისი პრეზიდენტი გადატრიალებისგან. ეს არის ერთი შეთანხმების წერტილი.

არ მაქვს ილუზია, რომ საზოგადოება უცებ შეთანხმდება ზვიადის (გამსახურდია) შეფასებაზე, ალბათ, იქნებიან ადამიანები, რომლებიც ჩათვლიან, რომ ის იყო გმირი და ადამიანები, რომლებიც ჩათვლიან, რომ მას აქვს ჩადენილი ბევრი შეცდომები – ამას ისტორიკოსები განიხილავენ, მაგრამ ჩვენ არ შევიკავოთ თავი, ჩვენ სადაც არის ვიწრო ელემენტები, იმაზე შევთანხმდეთ. როდის მეორდება, რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ განმეორდეს.

კიდევ ერთი მაგალითი, თქვათ, შევარდნაძის პერიოდში, ზვიადის მომხრეების დარბევები… მერეც მოყვა ისტორიაში, მოხდა დარბევები უდანაშაულო ადამიანების. მედიის დარაბევა, ზეწოლა. მედიაში სპეცრაზმებით შეჭრა, ეს ყველაფერი აღარ გვინდა? თუ ვთანხმდებით, ყველაფეირ უნდა გავიაროთ.

რაც გამოიკვეთება, ნათლად გამოიკვეთება – შეიძლება თქვან, ამაზე ვერ ვთანხმდებით, ესეც არის ნაწილი მრავალფეროვნების, უნდა აღმოვაჩინოთ, რომ ქვეყანა ქვეყანა არ არის, თუ მას არა აქვს თავის წარსულზე ხედვა.

არაფერზე ვერ ვთანხმდებით, დაწყებული იქედან ერეკლეს უნდა მოეწერა ხელი, თუ არ მოეწერა ხელი…

მაგალითად, ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ არ შეიძლება რეპრესია გადავიდეს კოლექტიურად მოქალაეებზე და რეგიონზე, ლაპარაკი მაქვს სამეგრელოში რეპრესიებზე – მოვიდა დრო, როცა ამაზე შეგვიძლია საუბარი. ეს ჩემი პირადი აზრია და მინდა ასეთი საუბრები მოვისმინო საზგადოებიდან. არ დავიწყოთ, ვისიბრალი იყო და ვიღაცეები არ მოიქცენ ასე თუ ისე. უნდა შევთანხმდეთ, ზოგადად, რომ ასეთი ქმედებები მუღებელია.

არსებობს მექანიზმები, რომლებიც იწყება საბჭოთა პერიოდში და ჩვენდაუნებურად გამოყენებულია, ცდუნება არსებობს. მაგალითად მტრის ხატი, რომ ნებისმიერი ადამაიანი, ვინც არ გეთანხმება უცებ ხდება რუსეთის აგენტი… ეს მეც შემეხო. ეს იწყება მაშინ და გრძელდება დღემდე. მტრის ხატია გამოყენებული, იმის მაგივრად, რომ შევეგუოთ, ეს არის განსხვავებული აზრი. თუ არაა ეს შესაძლებლობა, მაშინ საზოგადოება როგორც საზოგადოება არ არსებობს
თუ ყველაფერზე არ შევთანხმდებით, მაშინ არაფერზე ვთანხმდებით, ეს არის მოლაპარკებების პრინციპი. ჩვენი საზოგადოება არის დაავადებული, ჩვენი ქვეყანა არის დაავადებული და უნდა მოვნახოთ იმის ძალა, რომ გამოვჯანმრთელდეთ.”

თეგები: ედუარდ შევარდნაძეზვიად გამსახურდიასალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved