• რეკლამა
  • კონტაქტი
18:41, პარასკევი, 3 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჰოდა, რა ქნან ახლა და რა წყალში გადავარდნენ? არც უკრაინის (ანუ ნაცების) მხარდაჭერა უნდათ, არც ოკუპაცია და უბედურება და არიან ამ გაუგებრობაში.-დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
11:55 01-28-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

„იმდენი მხარდამჭერი გამოუჩნდა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის სრულიად სამარცხვინო და უვარგის ტექსტს, რომ სერიოზულად დავფიქრდი, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი,”- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი.
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ფაქტის მხოლოდ ხელისუფლების მხარდაჭერით ახსნა არასწორია და მიზეზების ძებნა სხვაგანაა საჭირო.
„ერთის მხრივ გასაგებია, რომ ბიძინას პუტინის ეშინია და ისე უნდა უკრაინის მხარდაჭერა გამოთქვას, რომ არ აწყენინოს რუსეთს; კობახიძე-მდინარაძეებს კი ამ შეუსრულებელი მისიის ტექსტუალური აღსრულება აქვთ დავალებული, რისი შედეგიცაა ეს საცოდაობა ტექსტი. მაგრამ ეს ყველაფერი არანაირად არ ხსნის იმას, თუ რატომ უჭერს მხარს მსგავს საცოდაობას თუნდაც ამ ხელისუფლების მხარდამჭერი ადამიანი, რომელსაც თითქოს არ შეიძლება არ ესმოდეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის უკრაინის მიმართ ცალსახა მხარდაჭერა, მაგრამ შენც არ მომიკვდე, მომდგარან და თავგამოდებით აპრავებენ, „- წერს ანალიტიკოსი.
მისი თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ადამიანების გარკვეული კატეგორიისათვის, უკრაინა მიხეილ სააკაშვილთან ასოცირდება და უკრაინის მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერასთან.
„ახლა, რაშია საქმე ჩემი მოკრძალებული აზრით. შთაბეჭდილება მრჩება, რომ საკმაოდ ბევრისთვის ეს არის არა მხოლოდ უკრაინა-რუსეთის, ან რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირება, არამედ ყველაფერ ამას აქვს თავისი ქვეტექსტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს დაპირისპირების მიმართ დამოკიდებულებას. კერძოდ, უკრაინა ამ ხალხისთვის ასოცირდება მიხეილ სააკაშვილთან და ნაცებთან, ხოლო პუტინი, როგორც ცნობილია, ორგანულად ვერ იტანს სააკაშვილს. აქედან გამომდინარე, უკრაინის მხარდაჭერა ასოცირდება ნაცების მიმართ მხარდაჭერასთან., ხოლო პუტინის წარმატება, ნაცებისვე მარცხთან. მეორეს მხრივ იგივე ეს ხალხი, მცირეოდენი გამონაკლისის გარდა, ვერაფერს უხერხებს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის და ოკუპაციის ფაქტს, ესმით, რომ რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის საფრთხეა და მის მხარდაჭერაც არ უნდათ. ჰოდა, რა ქნან ახლა და რა წყალში გადავარდნენ? არც უკრაინის (ანუ ნაცების) მხარდაჭერა უნდათ, არც ოკუპაცია და უბედურება და არიან ამ გაუგებრობაში. რეზოლუციის სტერილურ-გამოშიგნული ტექსტი კი, როგორც იტყვიან, პირდაპირ აკვდება ამ განწყობას – თან უკრაინის მხარდაჭერაა, თან არ არის. თან რუსეთის წინააღმდეგაა, თან არ არის რუსეთის წინააღმდეგ, აი ასე ვცხოვრობთ და თუ ვინმე აქ დასვამს შეკითხვას, რა ეშველება ამ ამბავსო, მე პირადად არცთუ ოპტიმისტური პასუხი პასუხი მაქვს: არაფერი. სანამ ეს ნაც-ქოცი თაობა არ გადაშენდება, მანამდე რაღაც დოზით სულ ვიქნებით ამ მარაზმში,”- წერს დავით ზურაბიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved