“ომოკრონის” შტამი არც ისე მსუბუქად მიმდინარეობს” – ამის შესახებ სულ უფრო ხშირად აცხადებენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.
“ამბულატორიულ დონეზე მომართვიანობა გაზრდილია, გამიჭირდება იმის თქმა, რომ „ომიკრონი“ უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე „დელტა“ შტამი, – ამის შესახებ ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა, ალექსი ვაჩაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„პაციენტების რაოდენობის ზრდა რეანიმაციის დონეზეც ვიგრძენით. 24-ადგილიან რეანიმაციაში 18 ადგილი დაკავებულია. ამბულატორიაში მომართვიანობა წინა შტამებთან შედარებით გასამმაგებულია“, – განაცხადა ალექსი ვაჩაძემ.














კომენტარები