გერმანიაში 124-მა სასულიერო პირმა საკუთარი სექსუალური ორიენტაცია კოლექტიურად გაამჟღავნა- ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
საჯარო აღიარების პროცესში მონაწილეობას იღებდა რელიგიური სკოლების მასწავლებლები, ტაძრების ხელმძღვანელები და მოხალისეები. მათ გარკვეული მოთხოვნებიც აქვთ ეკლესიასთან – ლგბტქ თემის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ საშუალება ღიად დააფიქსირონ საკუთარი ორიენტაცია, ლგბტქ წყვილებს უნდა მიეცეთ დალოცვის მიღების საშუალება, ეკლესია უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციის ყველა ფორმას და მრავალფეროვნების კულტურის გავრცელებას შეუწყოს ხელი.
უმცირესობაში გადასული სასულიერო პირების თქმით, ეკლესიამ არატრადიციული ორიენტაციის მქონე პირებს დიდი ზიანი მიაყენა და ახლა დროა, დანაშაული გამოისყიდოს და საზოგადოებას სიძულვილის უარყოფისკენ მოუწოდოს.














კომენტარები