მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი, ბესიკ თამლიანი, საკუთარი პროცესიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსამართლე გიზო უბილავამ თამლიანისთვის შეფარდებული პატიმრობის ღონისძიება არ შეცვალა.
სასამართლო მიკერძოებულია და ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს – განაცხადა პროცესზე ბესიკ თამლიანმა.
თამლიანისა და სხვა სამოქალაქო აქტივისტების ადვოკატმა პროცესზე აღნიშნა, რომ დაკავებულებს აქვთ უმძიმესი სოციალური მდგომარეობა, ოჯახებს ისინი არჩენდნენ და ამ ფაქტის გათვალისწინებით, ისინი გირაოთი გაეთავისუფლებინა. მოსამართლე გიზო უბილავამ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ბესიკ თამლიანს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.














კომენტარები