• რეკლამა
  • კონტაქტი
22:20, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გამოკითხულთა 27 % ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს, 35% – უარყოფითად – NDI-ის კვლევის შედეგი

ალია ავტორი - ალია
13:10 01-27-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

გამოკითხულთა უმეტესობა ინსტიტუტებითა და ლიდერებით უკმაყოფილოა, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალ კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა. მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს 39 პროცენტი, ხოლო უარყოფითად 52 პროცენტი. შვიდმა პროცენტმა არ იცის, ორი პროცენტი კი პასუხზე უარს აცხადებს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს 27 პროცენტი, საშუალოდ ასევე 27 პროცენტი, უარყოფითად – 35 პროცენტი, არ იცის ათმა პროცენტმა, ორი პროცენტი კი პასუხზე უარს აცხადებს.
14 პროცენტი აფასებს დადებითად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას, 29 პროცენტი – საშუალოდ, 46 პროცენტი – უარყოფითად. ათმა პროცენტმა არ იცის, ერთი პროცენტი კი პასუხზე უარს აცხადებს.
პარლამენტის მუშაობას დადებითად აფასებს 12 პროცენტი, საშუალოდ – 33 პროცენტი, ცუდად – 46 პროცენტი. შვიდმა პროცენტმა არ იცის, ერთი პროცენტი კი პასუხზე უარს აცხადებს.
რაც შეეხება ცესკო-ს საქმიანობას, მას დადებითად აფასებს 22 პროცენტი, საშუალოდ – 28 პროცენტი, უარყოფითად – 35 პროცენტი. 14-მა პროცენტმა არ იცის, ხოლო ერთი პროცენტი პასუხზე უარს აცხადებს.როგორც კვლევაშია აღნიშნული, მოსახლეობას კვლავ არ სჯერა, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს.
53 პროცენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტი ამტკიცებს კანონებს მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. ამ მოსაზრებას მხოლოდ 36 პროცენტი ეთანხმება. 42 პროცენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტი ეფექტურად უწევს ზედამხედველობას მტავრობის საქმიანობას. ამ დებულებას მხოლოდ 35 პროცენტი ეთანხმება. 61 პროცენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტი რეგულარულად ეკონტაქტება მოქალაქეებს. ამ მოსაზრებას მხოლოდ 28 პროცენტი ეთანხმება.
NDI-ს ინფორმაციით, კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved