• რეკლამა
  • კონტაქტი
14:18, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატია არაა – NDI-ის კვლევა

ალია ავტორი - ალია
12:39 01-27-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
71

საქართველოში ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ ქვეყანაში ამჟამად დემოკრატია არ არის – კვლევა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა:

კითხვაზე, არის თუ არა ამჟამად საქართველოში დემოკრატია პასუხები ასე გადანაწილდა:

არა – 50% , კი – 39% , არ ვიცი – 11%.   

NDI-ის კვლევის თანახმად, ქართული ოცნების მხარდამჭერთა 70% ამბობს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა, 22% პასუხობს, რომ არ არის.

ოპოზიციის მხარდამჭერთა 21% ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არის, 74% კი ასე არ მიიჩნევს. მათ შორის, ვინც პარტია არ დაასახელა, 55% ფიქრობს, რომ დემოკრატია ქვეყანაში არ არის, 31% კი – არა. 

NDI-ის კვლევით, მოსახლეობის 49% აცხადებს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება ძალიან მნიშნელოვანია, 43%-ისთვის მნიშვნელოვანია, 4%-ისთვის უმნიშვნელო, 1%-ისთვის სრულიად უმნიშვნელო, ხოლო 3%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.  

34% ფიქრობს, რომ ქართული დემოკრატია მეზობელი ქვეყნებისთვის ადრე იყო მისაბაძი მაგალითი, თუმცა ბოლო წლებში აღარ არის, 25%-ის აზრით, არსდროს ყოფილა, 23% ფიქრობს, რომ არის, 18%-მა უპასუხა, რომ არ იცის, 1% პასუხზე უარს ამბობს. 

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდი ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3%. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved