• რეკლამა
  • კონტაქტი
17:43, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა წერია “რეზოლუციის “ 12 პუნქტიან ბარამიძისეულ ვარიანტში

ალია ავტორი - ალია
12:00 01-27-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში უკრაინის მიმართ სრულფასოვანი და ხარისხიანი რეზოლუციის მიღება შეუძლებელია და ეს საწყისშივე ცხადი იყო. ამის შესახებ ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ნუთუ ვინმე სერიოზულად ფიქრობს, რომ საქართველოში პუტინის გეგმის შემსრულებელი, კოლაბორაციონისტი, მოღალატე გავრილოვები უკრაინაში მოსალოდნელ რუსული აგრესიის მორიგ, ფართთო მასშტაბიან აგრესიასთან დაკავშირებით, სრულფასოვან და ხარისხიან რეზოლუციას მიიღებდნენ? სადაც  (როგორც მინიმუმ რაც უნდა იყოს ქვემოთ დავწერ), ის პუნქტებიც იქნება, რაც (ნორმალურ ვითარებაში) საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაში აუცილებლად უნდა იყოს, ჩაწერენ და მათთან ერთად ასეთი პრინციპული სახელმწიფოებრივი პოზიციის დაფიქსირება შესაძლებელია?”- წერს გიორგი ბარამიძე და მისი აზრით რეზოლუციაში აუცილებლად დასაფიქსირებელ რამდენიმე პუნქტს აცნობს საზოგადოებას.

„1.საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.
2.რუსეთის მიერ მიმდინარე და მოსალოდნელი ფართომასშტაბიანი ინტერვენციის დაგმობა.
3. ყირიმის ანექსიის დაგმობა.
4. დონბასის რეგიონის ოკუპაციის დაგმობა.
5. უკრაინაში კანონიერი ხელისუფლების დამხობის მცდელობის დაგმობა.
6 საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დაგმობა და ხაზგასმა, რომ უკრაინასა და საქართველოში, ეს მოვლენები რუსეთის ნეოიმპერიული მისწრაფებების რეალიზაციის ნაწილია.
7. რუსეთის მიერ, უკრაინისა და საქართველოს, ისევე როგორც სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევის დაგმობა.
8. ნატოს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერა
9. საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა
10. რუსეთისადმი მოწოდება, საქართველოსთან დადებული 12 აგვისტოს და სხვა სუვერენულ სახელმწიფოებთან საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე.
11. მოწოდება დასავლეთის სახელმწიფოების მიმართ, დროული და ქმედითი სამხედრო, ტექნიკური, ფინანსური და ჰუმანიტარული (საკმარი და არა სიმბოლური ხასიათის) დახმარება აღმოუჩინონ უკრაინას.
12. ქართველი ხალხის გულწრფელი სურვილი და სწრაფვა, რუსეთის ფედერაციასთან კეთილმეზობლური, მშვიდობიანი და ურთიერთპატივისცემით განმსჭვალული ურთიერთობების აგება, ერთმანეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არჩევანის თავისუფლების პატივისცემის საფუძველზე,”- ასე გამოიყურება რეზოლუციის ბარამიძისეული ვარიანტი.

გიორგი ბარამიძე აღნიშნავს, რომ რუსეთმა საქართველოში საკუთარ მიზანს უკვე მიაღწია.
„რუსეთმა იმას უკვე (დროებით, მაგრამ ფაქტია) მიაღწია საქართველოში, რასაც ახლა უკრაინასთან მიმართებაში ცდილობს, ანუ ადგილზე, მთავრობაში, ჰყავდეს ის რეჟიმი, რომელიც მის იმპერიული ინტერესების გატარებას აწყობს. სოლიდარობა ჩვენს ძმებს უკრაინელებს!“- წერს ბარამიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved