მოქალაქეების ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ რეზოლუციის ტექსტში რუსეთის არხსენება არა სიფრთხილის გამოჩენა, არამედ უთავმოყვარეობაა. მისი განმარტებით, არავინ ამბობს რომ სამაჩაბლოსა და აფხაზეთში რუსულ ბაზებს უნდა შევუტიოთ, მაგრამ ტექსში რუსეთის გამოტოვება არ შეიძლება.
“უკრაინის შესახებ აუცილებელია პარლამენტის ყველა წევრმა, ყველა პარტიამ მივიღოთ ერთობლივი რეზოლუცია! მაგრამ რეზოლუციის ტექსტში რუსეთის არხსენება არის არა სიფრთხილის გამოჩენა, არამედ უთავმოყვარეობა!
არავინ ამბობს რომ უნდა შევუტიოთ რუსულ ბაზებს სამაჩაბლოში და აფხაზეთში, მაგრამ განცხადების/რეზოლუციის ტექსში რუსეთის გამოტოვება უკრაინაზე საუბრისას არის სირცხვილი! დიდება უკრაინას! დიდება თავმოყვარე ქართულ სახელმწიფოს!” — წერს ის.
კომენტარები