• რეკლამა
  • კონტაქტი
12:39, ორშაბათი, 26 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სიტყვებზე გამოკიდება – სპეკულაციაა! – რეზოლუციაში ყველაფერია ნათქვამი” – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
10:37 01-27-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია “იმედის” ეთერში უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველო თავის მეგობარ ქვეყანას ძალიან გულშემატკივრობს. 

როგორც კობახიძემ გადაცემაში “იმედი ლაივი” საუბრისას აღნიშნა, რეგიონში ძალიან რთული სიტუაცია და სამხედრო ესკალაციის დიდი საფრთხეც არსებობს, ამიტომ, საჭიროა მიმდინარე მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვება.

“ძალიან რთული მოვლენებია რეგიონში და ვხედავთ, რომ არის სამხედრო ესკალაციის ძალიან დიდი საფრთხე. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება ამ მოვლენებზე ძალიან დიდი ყურადღებით დაკვირვება. ისინი [უკრაინელები] არიან ჩვენი მეგობრები და მნიშვნელოვანია, რომ ეს სამხედრო ესკალაცია არ შედგეს. სწორედ ამას ეხება რეზოლუცია, რომელიც დღეს დავაიინიცირეთ. ომის არდაშვება მთავარი ამოცანაა ჩვენთვის და ეს უნდა იყოს მთავარი ამოცანა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.

რაც შეეხება, სიტყვებზე გამოკიდებას – ეს არის სპეკულაცია, მეორეხარისხოვან თემებზე აქცენტის გადატანა არასწორია იმ დროს, როდესაც რეზოლუციაში ყველაფერი ნათქვამი, რაც უნდა ყოფილიყო ნათქვამი. საქმე ეხება ესკალაციის საფრთხეს, საქმე ეხება ასევე იმას, რომ ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა, თავად მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში, მათ შორის ნატოში გაწევრიანების შესახებ,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის შედგენის მიზნით შეხვედრა გაიმართა. თუმცა, მმართველი გუნდის წევრებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება ვერ შედგა. კერძოდ, “ქართული ოცნების” მიერ შედგენილ ტექსტში რუსეთი არსადაა ნახსენები, რასაც ოპოზიცია არ დაეთანხმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!

08:00 01-26-2026
WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved