• რეკლამა
  • კონტაქტი
15:47, ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სახლში დაადგნენ დედაჩემს და უთხრეს, გვერდზე გავიდეთო… თუ ჩემ სიცოცხლეს რამე დაემუქრება – ეს გააკეთა “ოცნებამ” – გიორგი ბალხამიშვილი

ალია ავტორი - ალია
02:17 01-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
136

სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი ბალხამიშვილი:

“აი ამის ჩამდენი ხალხი, მოდიან და მოითხოვენ საჩივარი გავითხოვო უკან.

პოლიციის განყოფილებაში იმუქრება, თავს იქნევს, დაიცადე ნახავ შენ რა მოგივაო. ასეთი უტიფრობა, წარმოუდგენელია პირდაპირ.

წარმოუდგენელია ამხელა სითავხედე, სახლში მიადგე იმას, ვინც მართალია, კიდევ ხმამაღალ ტემბრში ესაუბრო და მისი ასაკიანი დედა ანერვიულო, ვინ მისცა ამ ხალხს ამდენის უფლება, თურმე დედაჩემისთვის უთქვამს გვერდზე გავიდეთო.

ასეთ ხალხთან სასაუბრო ენა კანონის უზენაესობაა.

წინაზე როდესაც მომაკითხეს, პოლიცია რახან არ ჩავრიე ჩათვალეს, რომ მომაწვებოდნენ და კედელზე ამაყუდებდნენ, ასეთ ხალხს თუ უთმობ თვლიან, რომ მეტის უფლება აქვთ, თან როგორი თავდაჯერებულები საუბრობენ, ამხელა ამბიციები საიდან აქვთ, წარმოდგენა არ მაქვს, მისი თანხმლებ პირს უფრო ედარდებოდა მისი ციხეში ჩაჯდომა არ ჩაჯდომა, ის კიდე დედაჩემს უყვიროდა, ძლივს შევიკავე თავი, ბოლო რამდენიმე თვეში ჩემი ფსიქიკა დაინგრა.

ჯორჯ ორუელის 1984 – ში გავიღვიძეთ, ქუჩის ბიჭები კი, ჩვეულებრივი ,,აზრების პოლიციაა” , არ მოეწონებათ შენი აზრი, მოვლენ და მოგაყენებენ ტკივილს, ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკა, მე იმ შემთხვევაში გავიტან საჩივარს, თუ ბრალდებულები აღიარებენ, რომ ეს იყო შეკვეთილი თავდასხმა, როგორც ჩემთვის ცნობილია ქართული ოცნების კოორდინატორები აპირებენ ახლა ჩემთან მოსვლას თხოვნით, რომ საჩივარი გავიტანო და ეს ჩემთვის ფარდას ხდის ყველაფერს, მაგრამ სანამ ზუსტად არ მეცოდინება, ვინ და რატომ შეუკვეთა ჩემზე თავდასხმა საჩივარს არ გავიტან, აღნიშნულმა პირებმა საჯარო განცხადება უნდა დაწერონ თავდასხმის შეკვეთის თაობაზე.

ახლა თავს ვიკავებ, მომავალში ისეთ სკანდალურ ამბებს მოვყვები, რომ შეძახილი მართლა ხეს გაახმობს.

რაიმე ფორმით, თუ ჩემ ჯანმრთელობას რამე დაემუქრება, ან ჩემ სიცოცხლეს, ეს ქნა ქართულმა ოცნებამ და სწორ მისამართზე მიდით.

(ჟურნალისტებო: დედაჩემს კი არაფერი გამოკითხოთ, რადგან მერყევია მის პოზიციაში.)

კიდევ ერთხელ, არ გავიტან საჩივარს, სანამ არ გავიგებ, რეალურად ვინ დაუკვეთა ჩემზე თავდასხმა.

მოკლედ: ყველაფერი დაიწყო პოლიტიკოს გიორგი ლილუშვილის განცხადების ქვთმოთ, სადაც ლაცაბიძე უხეში ფორმით გავაკრიტიკე და იმ ყველაფრის ფონს, რასაც ქართული ოცნება ჩადიოდა: ბოლნისის სახით, დანით დაჩეხილი ოპოზიციის მხარდამჭერები, რასაც ჩადიოდნენ ზუგდიდში, გორში, ბათუმში და რუსთავშიც ყოფილ წევრს ოცნების, ა.წ უკვე ოპოზიციაში გადაბარგებულს თვალში კასტეტი ჩაარტყეს.

პლუს 20/21 ივნისის მონაწილე ხარ და წნევა, ემოციები კეფაში გაქვს ასული, კი სწორი იყო ჩემი მხრიდან ლაცაბიძის უხეში ფორმით კრიტიკა.

ჩემი კომენტარის ქვემოთ გაჩნდა ამ პიროვნების შეურაცხმჰყოფელი გამოსარჩლება ლაცაბიძის სასარგებლოდ, დამადასტურებელი სქრინიც მაქვს სადაც ლაცაბიძეზე წერს, რომ მისის ახლობელია და მე მისი ახლობლების წინაშე ვალდებული ვარ კრიტიკა არ დავწერო.

გუშინ წინ, ეს პიროვნება ჩემ საცხოვრებელ უბანში იყო მოსული და ადგილობრივი ქუჩის ბიჭები შემავედრა პირდაპირი სიტყვა – სიტყვით: დაგიჩოქებთო, თან ისევ ქუჩაში მეპატიჟებოდნენ

ჩამოდი ეზოშიო, რა თქმა უნდა არ გავყევი, არავითარ მსგავს პროვოკაციას არ ვაპირებ ავყვე, არ ვაპირებ ანგარიშსწორება რომელიც პოლიტიკური ნიშნით მოხვდა ვითომ პიროვნული დაპირისპირებაად გავაფორმო

ჩემი კრიტიკული კომენტარის ქვეშ, ჩემ კომენტარზე თვითონ კომენტარებში ამ პირის მუქარის შემდეგ, ვინმე შოთა რეხვიაშვილის ლაიქი გაჩნდა ჩემ კომენტარზე და გაქრა, კიდევ ერთი თანამდებობის პირის, ხოლო ეს ლაიქები

წუთის ინტერვალით გაქრა, ამ ყველაფერს თუ დავურთავთ იმას რომ, ლაცაბიძის მეუღლე ვინმე ვაჟა ბრაგაძე ცდილობდა ჩემთან დაკონტაქტებას და მესინჯერში შემომივარდა, აგრეთვე კიდევ იყო მუქარები ქოც ბიზნესმენის – ,,არჩევნების შემდეგ მოხდედავთ” (სქრინიც მაქვს დამდასტურებელი)

სრული სურათი შეიქმნება, თუ ვისი ორგანიზებული იყო, ჩემზე თავდასხმა, ვინაიდან თუკი ერეკლე აბზიანიძეს შეუძლია ეს თავდასხმა ახსნას,

ისე როგორც პიროვნული ანგარიშსწორება, მაშინ ჩნდება კითხვა, მეორე თანმხლები პირი რატომ იღებდა მონაწილეობას ჩემზე ანგარიშსწორებაში ?

არავითარი ,,პადეშკა” ეს არ ყოფილა, ეს ჩვენებაშიც დავუდასტურე მე – 2 განყოფილების დეტექტივებს.

მოკლედ, ნინო ლაცაბიძესთან, შოთა რეხვიაშვილთან და ვაჟიკო ბრაგვაძესთან წადით თხოვნით, რომ გაგათავისუფლოთ. (ახლა პოლიტიკურ დღისწესრიგში უკრაინა და სააკაშვილია, ცდილობენ ჩემზე მოახდინონ ზეწოლა, სარჩელი გავიტანო რომ მოსამართლებამდე არ მივიდეს და მე შემეტენოს ეს საქმე. ვერ მოგართვით ვერ მოახდენთ ჩემზე ზეწოლას. )

ჩვენც ეგ გვინდა, რომ სასამართლომ გაგანთავისუფლოთ, მეტი კი არაფერი.

ყველაფერს ფარდა უნდა აეხადოს.

პ.ს ორთაჭალაში არ ვარ ნამყოფი, არც ქუჩურ გარჩევებში მიმიღია მონაწილეობა როდისმე, ყველაფერი რაც შეიძლება ჩემ წინააღმდეგ განხორციელდეს, ეს მხოლოდ მოხვდება ქ.ოცნების ნებით, სხვა არაფერი მაქვს სათქმელი, ეს იყოს ასე.

პ.პ.ს მე გაფრთხილებული მყავდა ამას დამატებული, რომ ციხეში წავიდოდა.

მაინც გააკეთა ის რაც დაავალეს, ახლა არანაირი არგუმენტი არ აქვთ რატომ უნდა იყოს გარეთ ერთხელ უკვე ნასამართლევი ზონდერი და გადაწყვიტეს ჩემზე მოიტანონ იერიში, დამპრესონ, თქვენ შეიძლება ახლა ვერ იჯერებთ რასაც ვწერ, მაგრამ იგეგმება პროვოკაცია ჩემი მისამართით ე.წ ,,პაცნების” ხელით აპირებენ შეურაცჰხმყოფელი ტერმინებით მომვარდნენ ჯგუფურად და დამაპროვოცირონ.

მაქსიმალური დისკომფრტი შემიქმნან, რომ ფსიქოლოგიურად გავტყდე, მაგრამ ვერ მიიღებთ, მთელი საქართველო ნახავს და თქვენი ,,პრადვინუტი” ელექტორატი, ვინ ხართ სინამდვილეში თქვენ რუსთავის ამჟამინდელნო მმართველებო.”

შეგახსენებთ, გიორგი ბალხამიშვილის რამდენიმე თვის წინ თავს დაესხნენ.

გიორგი ბალხამიშვილის ცემის საქმეზე ორი პირი დააკავეს.

თეგები: გიორგი ბალხამიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას

14:28 09-09-2026
თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

12:24 09-09-2026
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved