პოლონეთმა ბელარუსის საზღვართან მიგრანტების კრიზისთან გასამკლავებლად ღობის მშენებლობა დაიწყო. შესაბამის ინფორმაციას პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახური ავრცელებს.
ქვეყნის სასაზღვრო დაცვის სამსახურის წარმომადგენლის, კრისტინა იაკიმიკ-იაროშის თქმით, პოლონეთი ღობის განთავსების ზუსტ ადგილმდებარეობასა და მონაკვეთს არ დაასახელებს.
“ბელარუსის სამსახურები უბრალოდ ელოდებიან, რომ აქ მიგრანტების ახალი ჯგუფი გამოაგზავნონ. შესაბამისად, უსაფრთხოების მიზნით, ზუსტ მდებარეობას არ დავასახელებთ. დროებითი [მავთულისგან დამზადებული] ღობე უკვე ძალიან დაგვეხმარა, რადგან მიგრანტების ახალი შეტევისგან თავის დასაცავად, საკმარის დროს გვაძლევდა”. – თქვა იაკიმიკ-იაროშმა.
ახალი ღობის მშენებლობა, რომელიც კამერებითა და მოძრაობის დეტექტორებით იქნება აღჭურვილი, სავარაუდოდ, ივნისში დასრულდება.














კომენტარები