სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებმა დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, აქციის მონაწილეებმა ჯანდაცვის მინისტრს დრო ხვალ, 15:00 საათამდე მისცეს.
„ჩვენი გეგმები არის, რომ ჯანდაცვის მინისტრო ხვალ, სამ საათამდე ველოდებით პასუხს. ამის შემდეგ, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან და ჩვენს იურისტებთან ერთად შემოვდივართ თქვენ კაბინეტში, კმარა სიცრუე და სიცრუის ლაპარაკი. ხვალ, სამ საათზე გველოდეთ. ნუ დაგვიყენებთ დაცვას აქ – შემოგვიშვით, რადგან ჩვენც ჩვეულებრივი მოქალაქეები ვართ“, – მიმართა აქციის მონაწილე ესმა ხორავამ მინისტრს.
დევნილების ინფორმაციით, აქციები მათი მოთხოვნების შესრულებამდე გაგრძელდება.














კომენტარები