შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდს, რომელსაც პოლიციელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.
პარალელურად, ბრალი ოფიციალურად წარედგინათ დაკავებულ პოლიციელებს.
გამომძიებლის ინფორმაციით, ბრალი იგივე მუხლებით წარედგინათ, რითიც მათ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
ერთ შემთხვევაში საქმე ეხება არაადამიანურ მოპყრობას, მეორე შემთხვევაში კი სამსახურეობრივი უფლებმოსილების ბოროტად გამოყენებას.
ერთ-ერთმა პოლიციელმა გამოძიებას ჩვენება მისცა, თუმცა არც ერთი დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს.














კომენტარები