• რეკლამა
  • კონტაქტი
12:57, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არა ძალადობას!”, “არა მჩაგვრელ სისტემას!” – საპროტესტო ტალღა ქვეყანაში

ალია ავტორი - ალია
12:40 01-26-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანზე პოლიციელის ძალადობის შემდეგ, დედაქალაქი და რეგიონები პროტესტის ახალმა ტალღამ მოიცვა.

“არა ძალადობას!” “არა მჩაგვრელ სისტემას!” – ამ ლოზუნგით მოქალაქეები თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, გორისა და თელავის ქუჩებში აქციებს მართავენ.

დედაქალაქში მოქალაქეები “ქართული ოცნების” ოფისთან არიან შეკრებილი. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ცალკეული პოლიციელების დაკავება პრობლემას ვერ მოაგვარებს, რადგან სისტემური ცვლილებებია საჭირო.

“მთავარი გზავნილი, რაც გვინდა ვუთხრათ საზოგადოებას, არის ის, რომ შემდეგი შეიძლება თქვენ იყოთ, თქვენი შვილები ან თქვენი ოჯახის წევრები. მნიშვნელოვანია, ყველამ გაიაზროს ერთი რამ, ეს არის სისტემური დანაშაული, ეს არ არის რიგითი პოლიციელების პრობლემა. ლუკა სირაძე, ბავშვი მიიყვანეს თვითმკვლელობამდე ერთი უწყინარი წარწერის გამო. ეს მერე პროკურატურამაც დაადასტურა, დაიჭირეს კონკრეტული ადამიანი, მაგრამ რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს. ეს ნიშნავს, რომ სისტემა მფარველობს მოძალადეებს. ეს ვიდეო რომ არ გადაეღო მეორე ახალგაზრდას, ხომ შერჩებოდა ხახვივით ამ პოლიციას, სისტემას ბავშვის წამება და არაადამიანური მოპყრობა”, – თქვა ენმ-ის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

აქციის ლოკაციებზე დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალებია მობილიზებული.

შეგახსენებთ, 24 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს პოლიცია შშმ პირზე. ვიდეო ერთ-ერთ მეტროსადგურშია გადაღებული. ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე პოლიციელს ბიჭის მეგობრები უხსნიდნენ, რომ ახალგაზრდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე იყო, მას არც ესმოდა, არც საუბარი არ შეეძლო და მის კითხვებს ვერ უპასუხებდა. მომხდართან დაკავშირებით პოლიციელები გუშინ, 25 იანვარს დააკავეს. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved