„მთავრობა, პრეზიდენტი და ეკლესია სამარცხვინოდ დუმს,“ – აცხადებს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე უკრაინის საკითხზე საუბრისას.
„უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისათვის მხარდაჭერისაგან თავის შეკავება მხოლოდ რელიგიური საკითხი რომ არ იყო და ეს ფაქტი რუსეთის გავლენაზე რომ მიუთითებდა, ნათლად გამოჩნდა უკრაინის კრიზისის დროს. ქვეყანას, რომლის ბედი დიდწილად განაპირობებს საქართველოს მომავალს, ოკუპაცია ემუქრება, მთავრობა, პრეზიდენტი და ეკლესია კი სამარცხვინოდ დუმს.დასავლეთის მხიდან უკრაინისადმი დიდი მხარდაჭერა და მოსალოდნელი სანქციების შიში, ალბათ ააღებინებს პუტინს ხელს აგრესიული ზრახვებისაგან. როცა ვითარება მეტნაკლებად დაწყნარდება, ხელისუფლების და ეკლესიის მაღალჩინოსნების განკითხვის დროც უნდა დადგეს-ყველას უნდა მოეთხოვოს პასუხი და უნდა მიეზღოს საკადრისი-ზოგს პოლიტიკურად, ზოგს მორალურად,“ – წერს სოციალურ ქსელში გოცირიძე.














კომენტარები