• რეკლამა
  • კონტაქტი
07:28, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყოველი სახლიდან გასვლა საფრთხეა,როგორც კრიმინალებისგან, ასევე ე.წ. სამართალდამცავებისგანაც-ძლიერდება კრიმინალიც და ძალოვანთა უსამართლო სისასტიკეც!”- გამზარდია

ალია ავტორი - ალია
12:52 01-25-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

მედიაში გავრცელებულმა პოლიციელის მხრიდან შშმ მოზარდზე ძალადობის კადრებმა, საქართველოს არც თუ შორეული წარსული გაახსენა ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას.
გამზარდია 1990-იან და 2000-იან წლებთან ავლებს პარალელებს და წერს, რომ წლებისა და პოლიტიკური ეპოქების ცვლილების მიუხედავად, სისტემაში ერთი და იგივე სისასტიკე ტრიალებს.
„90-იანი წლები გარღვეული ჯიბეებით დავდიოდით მაშინდელი მოზარდი თაობა, რომ მილიციელს ჯიბეში არაფერი ჩაეგდო და განყოფილებაში ჯერ წიხლქვეშ არ გავეგდეთ, მერე ფულის ჩატანა არ მოეთხოვათ.
მე წყნარი, მშვიდი ადამიანი ვიყავი, მაგრამ მაშინდელ უბნელ-ინსპექტორებსა თუ მეტროში მყოფი პოლიციელების დიდ ნაწილს ეს სულ არ ადარდებდა. ყოველი სახლიდან გასვლა საფრთხე იყო ჩვენთვის როგორც კრიმინალებისგან, ასევე ე.წ. სამართალდამცავებისგანაც.

2000-იანებში, საკმარისი იყო, პოლიციელს რამე არ მოსწონებოდა, ეგრევე გემუქრებოდა, თუ წინააღმდეგობას გაუწევდა ვინმე, არც ცემას აკლებდნენ და არც ფულის ახევას, რომელსაც ფორმალურად გირაო ან საპროცესო შეთანხმება ერქვა. ვისაც ფული არ ჰქონდა, ვერც სესხად იღებდა და ვერც უგროვებდნენ, ციხის სისასტიკეში ხვდებოდა. კრიმინალის ნაკლებად გეშინოდა ქუჩაში გასულ ადამიანს, მაგრამ ხშირად ეს ფუნქცია თავად სისტემას ჰქონდა “შეთავსებული”.

ბოლო წლები კი რაღაც ნაზავი იქმნება 90-იანებისა და 2000-იანებისა. ძლიერდება კრიმინალიც და ძალოვანთა უსამართლო სისასტიკეც. წლების და პოლიტიკური ეპოქების განმავლობაში ტრიალებს ერთი და იგივე, ზოგჯერ ფორმა ეცვლება, მაგრამ არა არსი,”- წერს არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, გავრცელებულ ვიდეოჩანაწერების საფუძველზე, სადაც ასახულია, რომ მეტროპოლიტენში პოლიციელი შშმ პირზე ძალადობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ., ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved