• რეკლამა
  • კონტაქტი
22:28, ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მოკვდა ეს გოგო და მოვკვდი მეც“ – რა ითხოვა კოვიდინფიცირებულმა სიკვდილის წინ

ალია ავტორი - ალია
11:58 01-25-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

ჟურნალისტი ზაირა მიქატაძე სოციალურ ქსელში უმძიმეს პოსტს აქვეყნებს:

„მოკვდა ეს გოგო, აღარ არის. დაამარცხა ვირუსმა. რაც შეეძლო, იბრძოლა. შვილებზე წუხდა, განსაკუთრებით, გიორგიზე, რომელიც უნარშეზღუდულია. ახლა დგას ხატებთან და ევედრება, დედიკო გამიცოცხლეთო. ამ გოგოს სიკვდილმა მეც გამანადგურა. ფეისბუქიდან ვიცნობდი, ვიცოდი მისი ოჯახის სიდუხჭირის შესახებ. გულს მიკლავდა ფოტოებზე ასახული სასტიკი სიღარიბე. პატარა ბარბარეს პაწია თითებით აწყობილი სამკაულები, რომლითაც წამლის ფული უნდა ეშოვათ. ყველაფერი იგივეა, ცივი ოთახი, ნესტიანი, ჩაობებული კედლები. ბეტონის იატაკი, სამადლოდ ნაჩუქარი შეშის ღუმელი, რომელიც ოთახს კი არ ათბობს, სიცივეს ტეხს. ყველაფერი იგივეა, მაგრამ დედა აღარ უმზადებს ბავშვებს ღარიბულ საჭმელს. ახლა მამამ უნდა იკისროს დედობაც, თვითონაც ჯანმრთელობაგატეხილმა. მაგრამ რითი და როგორ?!
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, რამე უნდა მოიფიქროთ ამ ოჯახის გადასარჩენად. ბავშვებს დედას ვეღარავინ დაუბრუნებს, მაგრამ აწი რომ მაინც იგრძნონ ბავშვობა. მამაც უნდა დაასაქმოთ როგორმე და საერთოდაც, მაქსიმუმი უნდა გააკეთოთ, ბავშვებს რომ ბოლომდე არ შეძულდეთ სიცოცხლე.
ოზურგეთში უამრავი ბიზნესმენია, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ, ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა ამ გაუბედურებული ოჯახისთვის. თუკი ამა თუ იმ კონკურსში გამარჯვებულებისთვის არ იშურებთ პრიზებს, ამ ობლებისთვისაც გამოიმეტეთ რამე.
ორი დღის წინ დედა დამარხეს შვილებმა, და უკვე მას დედის მეგობრებში ეძებენ. ხვალ თბილისისკენ დაადგებიან გზას და თეონას მეგობართან შეაფარებენ ატირებულ გულს. მაგრამ როცა ისევ ნესტიან კედლებში დაბრუნდებიან, რა იქნება მერე?! ისევ სასტიკი სიღარიბე და უკვე უდედობაც. იმ დედის არყოფნა, რომლის ერთი ხელის გადასმა მთელ ქვეყნიერებად უღირდათ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved