• რეკლამა
  • კონტაქტი
17:42, სამშაბათი, 12 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ინსულტი ელვისებურად ვითარდება” – როგორ მოვიქცეთ, ვიდრე სასწრაფო მოვა

ალია ავტორი - ალია
11:19 01-25-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
187

ყოველწლიურად მსოფლიოში, დაახლოებით, 15 მილიონ ადამიანს უვითარდება ინსულტი. აქედან წელიწადში 5 მილიონი ადამიანი იღუპება, ხოლო 5 მილიონი შშმ პირი რჩება.

სტატისტიკის მიხედვით, 25 წლის ასაკიდან ზემოთ, 4 ადამიანიდან 1-ს გააჩნია ინსულტის განვითარების რისკი. ასევე, ყველაზე ხშირად 50 წლის ზემოთ ადამიანებს ემართებათ. თუმცა 30-დან 40 წლამდე ასაკში ინსულტის განვითარების რისკი აქვთ მათ, ვინც არაჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ, ალკოჰოლს, თამბაქოს ჭარბი რაოდენობით მოიხმარენ, იღებენ უხვად ცხიმოვან საკვებს, აწუხებთ ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ან სხვა თანხმლები დაავადება.

ინსულტი არის ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე დარღვევა. პირობითად, შესაძლოა, დაიყოს 2 ტიპად, ესენია – იშემიური და ჰემორაგიული.

ნეიროქირურგი, მედიცინის დოქტორი ედიშერ მაღალაშვილი გადაცემა “ექიმებში” განმარტავს, თუ რა განსხვავებაა  იშემიურ და ჰემორაგიულ ინსულტს შორის, სიმპტომებს, რაც ინსულტის მანიშნებელია და ასევე როგორ უნდა დავეხმაროთ ინსულტის განვითარების დროს პაციენტს.

“ორი ტიპის სისხლის მიმოქცევის მოშლა არსებობს, როდესაც სისხლი ჩაიღვრება ქალას შიდა სივრცეში – ამას ჰქვია ჰემორაგიული ინსულტი, სხვადასხვა მიზეზით, შეიძლება იყოს ანევრიზმატოიდური​, სპონტანური.

იშემიური – ეს არის დისბალანსი მიწოდებულ და თავის ტვინის მიერ მოხმარებულ ენერგიას შორის. თავის ტვინი არის ყველაზე “ხარბი” ორგანო ჟანგბადისა და შაქრის მიმართ, რომელიც მას სისხლთან ერთად მიეწოდება.  თავის ტვინი გულის მიერ გამოტყორცნილი სისხლის 20%-ს მოიხმარს. საკმარისია სისხლის მიმოქცევის მოშლის 5 წუთიც იმისთვის, რომ შეუქცევადი იშემიური ცვლილებები დაიწყოს ტვინის სხვადასხვა უჯრედში,” – ამბობს მაღალაშვილი.

რა მიზეზები განაპირობებს იშემიური ინსულტის ჩამოყალიბებას

ნეიროქირურგის განმარტებით, ნებისმიერი ტიპის იშემიას 2 ძირითადი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. პირველი – თრომბოემბოლიური მეორე – მასტეროზინებელი. 

​მასტერონიზირებელ შემთხვევაში, ხშირად, ამის მიზეზია საძილე არტერიის სტენოზები, ქოლესტერინის ჭარბი მოცულობა სისხლში.

თბრომბოემბოლიური შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს, მათ შორის, მოციმციმე არითმია, ნაკლები წყლისა და სითხის მიღება, ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.

სიმპტომები, რომლებიც ინსულტზე მიგვითითებს  

ედიშერ მაღალაშვილი ამბობს, რომ ძირითად შემთხვევებში ელვისებურად ვითარდება და მას არანაირი წინასწარი სიმპტომი არ ახასიათებს. მცირე არის იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც წინასწარ გარკვეულ ნერვოლოგიურ დეფიციტს გრძნობენ.

“განვითარების შემთხვევაში, ქმედების ალგორითმი არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ ვინმეს ვამჩნევთ ცნობიერების გაუარესებას, კიდურების მოძრაობის გაუარესებას, მგრძნობელობის დაქვეითებას ან მეტყველების მოშლას, ძირითად მასაში თუ თრობოემბოლიური ხასიათის ინსულტია, ძალიან ეფექტურია მკურნალობა ინტერვერციული მექანიკური თრომბექტომიით. ეს არის ნეიროინტერვენცია, ბარძაყის არტერიაში შედის თრომბის ამომღები მოწყობილობა, რომელიც ძალიან ეფექტურია პირველ 4 საათში და ასევე მაღალეფქტურია 6 საათშიც მისი გამოყენება. საკმაოდ ეფექტურია 24 საათის განმავლობაშიც კი,” – ამბობს ექიმი. 

რა უნდა გავაკეთოთ, ვიდრე სასწრაფო მოვა?

“სასწრაფოს მოსვლამდე აუცილებელია პაციენტი წამოაწვინონ, შეამოწმონ პასუხობს თუ არა კითხვებს, ასევე აუცილებელია გვერდზე პაციენტი დააწვინონ, რადგან, შესაძლოა, პირნაღები მასა წამოვიდეს.

ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, პირველ რიგში, უნდა მოხდეს დიაგნოსტირება, როგორი ტიპის ინსულტია – იშემიური თუ ჰემორაგიული, თუ ჰემორაგია არ აღენიშნება, შესაძლოა დაიწყოს ფარმაკოლოგიური თრომბის დაშლა” – ამბობს ედიშერ მაღალაშვილი. 

როგორ ამოვიცნოთ ინსულტის ნიშნები:

სახე: უთხარით ადამიანს, რომ გაიღიმოს. დააკვირდით, ხომ არ არის სახის ცალი მხარე მოდუნებული და ჩამოშვებული;

მკლავები: უთხარით, ასწიოს მკლავები. დააკვირდით, არის თუ არა ცალი ხელი სუსტი და უღონო;

საუბარი: უთხარით, ილაპარაკოს. დააკვირდით, ხომ არ არის საუბარი ბუნდოვანი, გაუგებარი ან შენელებული;

ინსულტის პირველივე ნიშნების გამოვლენისას სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
ახალი ამბები

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით

18:28 05-11-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება

12:55 05-11-2026
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved