ბათუმში ზღვამ შუახნის ქალის ცხედარი გამორიყა.
არსებული ინფორმაციით, შუა ხნის ქალის ცხედარი ზღვამ გუშინ დილით გამორიყა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული.
ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.














კომენტარები