ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:
„გაკოტრებული ოპოზიცია თავის გამოსაყოფად რომ თემას ეძებს, არაა გასაკვირი. სხვები რომ იზიარებთ ამ ცრუ აჟიოტაჟს, მ.შ. სერიოზული ხალხი, ეს მიკვირს.ერთ მარტივ კითხვას დავსვამ: როდის დაიწყო რუსეთის მიერ უკრაინის საზღვისკენ ჯარების გადასროლა? ამ დღეებში?თუ მეხსიერების პრობლემა გაქვთ, შეგახსენებთ: 2021 წლის შემოდგომის დასაწყისიდან. ფართო მასშტაბები მიიღო შუა შემოდგომიდან, ნოემბრიდან.როდის დაიწყო განცხადებები ომის მოლოდინებთან დაკავშირებით? ასევე ნოემბრიდან.როდის წაუყენა რუსეთმა დასავლეთს ულტიმატუმი? 2021 წლის შუა დეკემბერში, რაც მოჰყვა მინიმუმ ერთთვიან დაძაბულ რიტორიკას.რას აკეთებდა ამ დროს, ანუ 2021 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოს ხელისუფლება და იყო თუ არა მთელი ეს პერიოდი უკრაინასთან ერთად (გვერდით კი არა, ერთად)?რამდენჯერმე დავწერე ამ თემაზე და კიდევ ეეთხელ შეგახსენებთ. წესით არ უნდა მჭირდებოდეს. მართლა საცივში ხომ არ ცურავდა მთელი ქვეყანა?!შარშან ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა ეუთოს მინისტერიალი, ნატოს მინისტერიალი, ასოცირების ტრიოს (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) მინისტერიალი და სამიტი, აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი და სამიტი. დემოკრატიის სამიტს აქ აღარ მივაწებებ. სხვა თემას ეხებოდა.ამ სამიტების და მინისტერიალების გარდა, რამდენი სატელეფონო საუბარი ჰქონდა მთავრობის წევრებს დასავლელ ლიდერებთან?ერთი კვირის წინ საგარეო საქმეთა მინისტრს ნატოში ვიზიტი არ ჰქონდა ზუსტად ამ დაძაბულობების ფონზე და გამო?! უკრაინის და საქართველოს საკითხები არ განიხილებოდა?!20 იანვარს ლიეტუაში დ. ზალკალიანის ვიზიტისას , უკრაინის თემა არ იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი?არ გაგიგიათ საგარეო საქმეთა მინისტრის სატელეფონო საუბრების შესახებ ვენდი შერმანთან, რომელმაც რუსეთთან დიალოგიოს წინ თავად დაურეკა და საქართველო/უკრაინის თემები განიხილეს? სატელეფონო კონფერენს ზარი ამერიკის ელჩთან ერთად სახელმწიფო მდივნის ტანაშემწე ფრიდთან? უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ლამის ყოველ დღე რომ ესაუბრება?ამხელა მასშტაბის პოლიტიკოსები ხართ, ზოგი დეპუტატების მანდატებით, შეეხმიანეთ ხოლმე მინისტრს, სხვა პოლიტიკოსებს, ჩაგაყენებენ საქმის კურსში. ბოლო-ბოლო სახელმწიფო უწყებების გვერდებზე ყველა ინფორმაციაა.პოპულისტურად მოუწოდეს პრემიერს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვიეთო. თითქოს მხოლოდ თავად არიან ფხიზლად.13 დეკემბერს გაიმართა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა. იქნებ მოიკითხოთ, განიხილეს თუ არა მიმდინარე პროცესები და საფეთხეები. ეძინა სრულიად ოპოზიციას?ახლახანს იყო თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომა, სადაც მოუსმინეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის და თავდაცვის სამინიატროს დაზვერვის დეპარტამენტის უფროსებს. თქვენი აზრით რა საკითხებზე ისაუბრეს?მთელი ამ 2-3 თვის მანძილზე რას აკეთებდა ოპოზიცია, ხომ ვერ მეტყვით? შეგახსენებთ: სააკაშვილის თემის ირგვლივ ძიძგილაობა იყო მათი მთავარი საზრუნავი, ცრუ მასობრივი შიმშილობებით და ქვეყნის პრობლემების იგნორირებით.ანუ, მთელი ეს პერიოდი, ოპოზიცია პოლიტიკის გარდა ყველაფერს აკეთებდა, არც უკრაინა ადარდებდათ, არც ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები და ახლა გაუსკდათ პატრიოტიზმის ბუშტი?კიდევ ერთი, მათთვის, ვისაც ვერ გაუგია რა ხდება. თუ ვინმეს გგონიათ, რომ თუ ეს დაძაბულობა დიდ ომში გადაიზარდა, ჩვენ არ შეგვეხება, ჩათვალეთ რომ ამ პლანეტის არაფერი გესმით.ჰოდა, იქნებ ვინმემ ჩვენც გამოგვიცხადოს სოლიდარობა?!იმდენს ვერ ხვდებით, რომ ეს კრიზისი, რომელიც ნატოს გაფართოების საბაბით შეიქმნა, თანაბრად გვეხება უკრაინას და საქართველოს?რატომ ხდება, რომ ამ ცრუ აჟიოტაჟის ინიციატორები ყოველთვის МГИМО-ელები არიან? გინდათ დაგვიმტკიცოთ, რომ МГИМО ქართველი პატრიოტების სამჭედლო იყო?საქართველოს პარლამენტს სთხოვენ ეს გაკოტრებულები რეზოლუციის მიღებას. თუ საჭირო იქნება, კიდეც მიიღებენ. თქვენ ვინ გკითხავთ? თქვენ, ე.წ. პოლიტიკოსებს, რომლებიც მინიმუმ ეს ერთი წელია არყევთ ქვეყანას, ახდენთ პარლამენტის ბოიკოტირებას, ერთი საკანონმდებლო ინიციატივა არ დაგიწერიათ და არაფრისთვის იღებთ ხელფასებს და ბიუჯეტის დაფინანსებას, არ გაქვთ მორალური უფლება დღის წესრიგი გვიკარნახოთ.რომელიმე მინისტრის ერთი პოსტით ან ტვიტით განისაზღვრება სოლიდარობა, თუ ქმედებებით და იმ ყველაფრით, რაც ზემოთ ჩამოვთვალე?იქნებ სოციალურ ქსელს მაინც მიადევნოთ თვალი და საოკუოაციო ჯარების აქტივობების მიზნებს ჩაწვდეთ?დიდი ხანია ვაკვირდები და მკაფიოდ ვარ ჩამოყალიბებული, რომ რუსეთს საქართველოში გავლენის რამდენიმე ჯგუფები ჰყავს: ღიად პრორუსულები, ღიად პროდასავლელები და ე.წ. პროქართულები. ეს ისე. ამ თემისთვის ცალკე მოვიცლი.მოკლედ, დაიოკეთ ნერვები და თქვენი ცრუ პატრიოტიზმი თქვენი მომხრეებისთვის შემოინახეთ. პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, როგორმე გაერკვევა ხელისუფლება, რა ნაბიჯები გადადგან.თქვენ რომ მართლა ქვეყანა გადარდებდეთ, შეიკრიბებოდით, მთავრობას გამოუცხადებდით მხარდაჭერას შესაძლო საფრთხეების ფონზე და რაიმე ფორმით სადისკუსიო მაგიდას შესთავაზებდით.ვერ გაიზარდნენ პოლიტიკოსები. წრეზე ტრიალებს ოპოზიცია. წვრილმანი პოლიტიკანობის იქეთ ვერ მიდიან. ესაა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი საფრთხე, რუსული ოკუპაციის შემდეგ“ – წერს ამირან სალუქვაძე.














კომენტარები