რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის გამო, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით სამხედრო ძალებს, საომარ ხომალდებსა და თვითმფრინავებს აგზავნის.
NATO-ს ცნობით, დანია აგზავნის ფრეგატს ბალტიის ზღვაში და აპირებს განათავსოს F-16 ტიპის ოთხი გამანადგურებელი ლიტვაში. ესპანეთი NATO-ს საზღვაო ძალებში დამატებით სამხედრო ფლოტს აგზავნის და განიხილავს ბულგარეთში ავიაგამანადგურებლების გაგზავნას. საფრანგეთმა გამოთქვა მზადყოფნა NATO-ს მეთაურობით რუმინეთში ჯარები გაგზავნოს. ნიდერლანდები აგზავნის ორ F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს ბულგარეთში, ასევე მზადყოფნაში აყენებს გემს და სახმელეთო დანაყოფებს. აშშ-მ განაცხადა, რომ განიხილავს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო დანაყოფების გაზრდას.
“მივესალმები მოკავშირეების მიერ NATO-სთვის დამატებითი ძალების კონტრიბუციას. NATO გააგრძელებს ყველა საჭირო ზომის მიღებას მოკავშირეების დასაცავად და მათ შორის, ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილის გასაძლიერებლად. ყოველთვის ვუპასუხებთ ჩვენი უსაფრთხო გარემოს ნებისმიერ გაუარესებას, მათ შორის ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გაძლიერების გზით”, — თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.














კომენტარები