• რეკლამა
  • კონტაქტი
03:38, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე კულტურის სამინისტროში არ შეუშვეს

ალია ავტორი - ალია
15:10 01-24-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
376

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე, კულტურის სამინისტროში არ შეუშვეს და მის ნაცვლად აუდიტის სამსახურს ახსნა-განმარტებას მოადგილე, თეა თვალავაძე, აძლევს. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის მოადგილემ აუდიტის სამსახურს უნდა განუმარტოს, როგორ დაუშვეს შეცდომა ელენე დარიანის წიგნის ბეჭდვისას და რა გაკეთდა ხარვეზის გამოსასწორებლად.

შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს, ამიტომაც მედიისთვის უცნობია, აუდიტის სამსახურს რა კონკრეტული კითხვები აქვთ ლიტერატურის მუზეუმის მისამართით.

ლაშა ბაქრაძე აცხადებს, რომ არაკოლეგიალური იყო მინისტრ წულუკიანის ქმედება, რომელმაც განცხადება მათთან შეთანხმების გარეშე გაავრცელა.

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის განმარტებით, ელენე დარიანის წიგნთან მიმართებაში დაუშვეს შეცდომა, რის გამოც მათ ბოდიში მოიხადეს. ამ ეტაპზე კი ახალი თანხების მოძიებას ცდილობენ, რომ ხარვეზი გამოსწორდეს.

აუდიტთან შეხვედრაზე მხოლოდ ჩემი მოადგილე, თეა თვალავაძე და ამ წიგნის რედაქტორი არიან დაბარებულები. თუმცა, ვფიქრობ, მთელ ამ პრობლემებზე მეც ისევე პასუხისმგებელი ვარ, უფრო მეტად თუ არა. შეცდომები დავუშვით, ბოდიში მოვიხადეთ და ვფიქრობ, ზედმეტი ვნებათა ღელვა ამდენი საჭირო არ იყო.

არაკოლეგიალური იყო{წულუკიანი} რადგან შეეძლო, ჩვენთვის ნეთქვა, როცა ასეთი განცხადების გაკეთებას აპირებდა. ასეთი განცხადებები მიმაჩნია, რომ უნდა გაკეთდეს შეთანხმებით. როგორც ჩანს, კულტურის სამინისტროს უნდა, უფრო მეტი კონტროლი ჰქონდეს მისდამი დაქვემდებარებულ სიპებზე. – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

თავად ლაშა ბაქრაძეს სურს, შეხვდეს კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს, თუმცა, ვიზიტის შესახებ მას პასუხი არ მიუღია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved