საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი აშშ-ის მსგავსად, უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების გაყვანას არ გეგმავს.
როგორც ბორელმა თქვა, სიტუაციის “დრამატიზება საჭირო არ არის”, ვინაიდან რუსეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
“ჩვენ არ ვაპირებთ იმავეს გაკეთებას, რადგან არ ვიცით რაიმე კონკრეტული მიზეზები. მაგრამ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი გვაცნობებს. არ ვფიქრობ რომ სიტუაციის დრამატიზება უნდა მოვახდინოთ, რადგან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ვერ ვხედავ უკრაინის დატოვების მიზეზს, შესაძლოა, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს მეტი ინფორმაცია აქვს და თუ ასეა, გაგვაცნობს”,-თქვა მან.
კომენტარები