დღეს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. სავარაუდოდ, მას ბრალდებული არ დაესწრება.
დღევანდელი პროცესი ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციის ძალით დაშლასა და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრას.
ამ საქმის განხილვას მიხეილ სააკაშვილი პირველად 2021 წლის ნოემბერში დაესწრო და სხდომა პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.














კომენტარები